დღეს სამწუხაროდ არავითარი გეგმა არ არსებობს თუ როგორ უნდა დაბრუნდეს აფხაზეთი საქართველოს შემადგენლობაში. იყო დრო, როდესაც არძინბა თბილისში ჩამოვიდა თუ ჩამოიყვანეს...
👉 კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში
1997 წლის 14 აგვისტოს, თბილისში იგეგმებოდა რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის ევგენი პრიმაკოვის ოფიციალური ვიზიტი. ყველასთვის მოულოდნელად მან ტუ-134 ბორტზე არძინბა, შამბა და ჯერგენია აიყვანა და თბილისის საერთაშორისო აეროპორტისკენ იქნა გეზი აღებული.
.
მთელი დღის განმავლობაში და ღამეც კი მოლაპარაკებები იმართებოდა მხარეებს შორის და მეორე დღეს ხელი მოაწერეს საბუთს რომლის მიხედვით თბილისი და სოხუმი უარს ამბობდნენ იარაღის ენით ელაპარაკათ ერთმანეთთან! ევგენი პრიმაკოვმა თბილისში ბრიფინგის დროს საჯაროდ განაცხადა, რომ ამ შეხვედრის ინიციატორი რუსეთის პრეზიდენტი ელცინი იყო. საინტერესო ფაქტია რომ თბილისური შეხვედრის დროს რუსეთის პირველი დიპლომატი არძინბას როგორც აფხაზეთის პრეზიდენტად არ მოიხსენიებს პრესასთან და უბრალოდ აფხაზთა ლიდერს უწოდებს.
ზუსტად წლის მერე კი მოულოდნელად არძინბამ საზოგადოებრივი მაუწყებელის ჟურნალისტი მიიწვია სოხუმში და ვრცელი ინტერვიუც მისცა (ინტერნეტში არის აღნიშნული მასალის სრული ვერსია). ე.წ. პრეზიდენტი იხსენებს 1997 წლის შეხვედრის წინაპირობას და ახსენებს რომ ის თბილისთან სალაპარაკოდ რუსებმა დასვეს.
- საწყისს ეტაპზე მზად ვიყავით სამოკავშირეო ხელშეკრულებაზე მოგვეწერა ხელი, თუმცა ქართული მხარე რომელიც ჩვენთან ერთად მოსკოვში იმყოფებოდა უარზე წავიდა. ამის მერე გადავწყვიტეთ ერთიანი სახელმწიფოს რანგში გაგვეგრძელებინა თანაცხოვრება, მაგრამ...
დიახ, ეს არძინბას სიტყვებია ! რა მოხდა არავინ ვიცით, რადგან დღეს არც შევარდნაძეა სააქაოს და არც ამ სიტყვების ავტორიც. თუმცა ერთი ფაქტია, რომ აშშ-ს მაშინდელი მოქმედი პრეზიდენტი ბილ კლინტონი მიესალმა რუსეთის როგორც მედიატორის როლს კონფლიქტში...
და ბოლოს... ჯერ კიდევ 1992 წლის 14 აგვისტომდე წინმსრები მოვლენა იყო 1921 წლის კონსტიტუციის წარდგენა სპორტის სასახლეში, რამაც ისტორიკოსს აფხაზ სეპარატისტთა ლიდერს გზა გაუხსნა რათა აემოქმედებინა 1925 წლის კონსტიტუცია, რომლის მიხედვით რეგიოინი დამოუკიდებელი სუბიექტი გახდათ.
ფაქტი 1. სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს ბაქრაძე სოხუმსაც კი ეწვია და სერგეი შამბა თბილისშიც კი იქნა მოპატიჟებული... ფაქტი2. ქართული ოცნების მმართველობის პერიოდში არავითარი ნაბიჯი შეხვედრის კუთხით არც გადადგმულა
No comments:
Post a Comment