საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე ბათუმის მიმართულებით მრავალჯერადი ჩარტერული რეისების განხორციელების ნებართვა გასცა.
ვარშავა-ბათუმი-ვარშავას საჰაერო ხაზზე ფრენები 4 ივნისიდან 2 ოქტომბრამდე პერიოდში შესრულდება.
ფრენები ყოველ ოთხშაბათს, Boeing B737-800-ის ტიპის საჰაერო ხომალდებით განხორციელდება. სულ, ჩარტერული ავიაკომპანიის მიერ 18 რეისის შესრულებაა დაგეგმილი.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment