Thursday, April 18, 2019

რა უნდა იცოდეთ ტყეში ყოფნისას და როგორ დაიცავს ახალი რეგულაციები ბუნებას

რა უნდა იცოდეთ ტყეში ყოფნისას და როგორ დაიცავს ახალი რეგულაციები ბუნებას
მი­უ­ხე­და­ვად კა­ნონ­მდებ­ლო­ბით გან­სა­ზღვრუ­ლი სან­ქცი­ე­ბი­სა, ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში ტყის ჭრას მა­ინც მუდ­მი­ვი ხა­სი­ა­თი აქვს. ძი­რი­თა­დად, ეს ე.წ სო­ცი­ა­ლუ­რი ჭრის პრაქ­ტი­კას უკავ­შირ­დე­ბა, როცა მო­სახ­ლე­ო­ბა ხის მა­სა­ლას გა­სათ­ბო­ბად ან სა­დი­ლის მო­სამ­ზა­დებ­ლად იყე­ნებს. გარ­და ამი­სა, ტყე­ში ლაშ­ქრო­ბის­თვის თუ პიკ­ნიკ­ზე წა­სუ­ლებს ალ­ბათ შე­გიმ­ჩნე­ვი­ათ უყუ­რა­დღე­ბოდ და­ტო­ვე­ბუ­ლი მბჟუ­ტა­ვი კო­ცო­ნი ან პლასტმა­სის ერთჯე­რა­დი ჭურ­ჭე­ლი და ცე­ლოფ­ნის პარ­კე­ბი. ტყის გა­ნად­გუ­რე­ბა და და­ბინ­ძუ­რე­ბა მძი­მე ეკო­ლო­გი­ურ მდგო­მა­რე­ო­ბას ქმნის, რო­მე­ლიც სა­ბო­ლოო ჯამ­ში, ჩვენს ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე აი­სა­ხე­ბა.

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

ქა­ლაქ­გა­რეთ, მა­გის­ტრალ­ზე მგზავ­რო­ბი­სას ხში­რად შეგ­ხვდე­ბათ ბა­ნე­რი წარ­წე­რით „ნუ და­ა­ბინ­ძუ­რებ შენს სამ­შობ­ლოს“, რა­საც ცნო­ბი­ე­რე­ბის ამაღ­ლე­ბა­ში თა­ვი­სი წვლი­ლი შე­აქვს, თუმ­ცა ეს საკ­მა­რი­სი არ არის.
გა­რე­მოს დაც­ვი­სა და სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის მი­ნის­ტრმა ლე­ვან და­ვი­თაშ­ვილ­მა რამ­დე­ნი­მე თვის წინ ტყის ახა­ლი კო­დექ­სი წა­რად­გი­ნა. კა­ნონპ­რო­ექ­ტი, დამ­ტკი­ცე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, არ­სე­ბულ ტყის კო­დექსს სრუ­ლად ჩა­ა­ნაც­ვლებს
რა იგეგ­მე­ბა იმის­თვის, რომ ჩვე­ნი ბუ­ნებ­რი­ვი რე­სურ­სე­ბი მე­ტად და­ცუ­ლი იყოს და რა უნდა გა­ვით­ვა­ლის­წი­ნოთ ტყე­ში ყოფ­ნი­სას, ამ სა­კი­თხებ­ზე Ambebi.ge-ს ბი­ომ­რა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბი­სა და სა­ტყეო დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­რო­სიკარ­ლო ამირ­გუ­ლაშ­ვი­ლი ესა­უბ­რა.
რო­გორც სა­მი­ნის­ტროს წარ­მო­მად­გე­ნე­ლი გან­მარ­ტავს, კა­ნონპ­რო­ექ­ტის თა­ნახ­მად, შე­იც­ვლე­ბა ტყე­ე­ბი­სად­მი არამ­დგრა­დი მარ­თვის ე.წ. სო­ცი­ა­ლუ­რი ჭრის პრაქ­ტი­კა და სა­ტყეო მე­ურ­ნე­ო­ბე­ბი შე­იქ­მნე­ბა.
„ტყის კო­დექსში არ შე­დის ცვლი­ლე­ბა, ეს იქ­ნე­ბა ახა­ლი კო­დექ­სი, რო­მე­ლიც მოქ­მედ ტყის კო­დექსს აუქ­მებს. შე­მო­დის ტყე­ე­ბის კა­ტე­გო­რი­ზა­ცი­ად და­ყო­ფა და კა­ტე­გო­რი­ე­ბის მი­ხედ­ვი­თაც უნდა მოხ­დეს ტყე­ე­ბის მარ­თვა. მთა­ვა­რი მი­ზა­ნია, მრა­ვალ­ფუნ­ქცი­უ­რი ტყით სარ­გებ­ლო­ბის შე­მო­ღე­ბა, ქვე­ყა­ნა­ში ეტა­პობ­რი­ვად ტყის მდგრა­დი მარ­თვის და­ფუძ­ნე­ბა და ამ კონ­ტექ­სტში მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რაც მოქ­მე­დი კო­დექ­სით იყო გან­სა­ზღვრუ­ლი და ეს უნდა შე­იც­ვა­ლოს, „სო­ცი­ა­ლუ­რი ჭრის“ ფორ­მა­ტის ეტა­პობ­რი­ვი ჩა­ნაც­ვლე­ბა და სა­ტყეო მე­ურ­ნე­ო­ბე­ბის ეტა­პობ­რი­ვად აღ­დგე­ნა. ჩვე­ნი მი­ზა­ნია, რომ სა­ტყეო მე­ურ­ნე­ო­ბე­ბის აღ­დგე­ნამ, ერთი მხრივ, სო­ცი­ა­ლუ­რი ჭრის გა­უქ­მე­ბა მომ­დევ­ნო 5-10 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში უზ­რუნ­ველ­ყოს და, მე­ო­რე მხრივ, ტყე­ე­ბის მდგრა­დი მარ­თვა და ტყე­ე­ბი შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა მოხ­დეს“, - აღ­ნიშ­ნა კარ­ლო ამირ­გუ­ლაშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე შე­ფა­სე­ბით, „სო­ცი­ა­ლუ­რი ჭრა“ სა­ქარ­თვე­ლოს ყვე­ლა რე­გი­ონ­ში სე­რი­ო­ზულ პრობ­ლე­მას წარ­მო­ად­გენს.
„მოქ­მე­დი კა­ნონ­მდებ­ლო­ბით ბარ­ში მო­სახ­ლე­ო­ბას გათ­ბო­ბის­თვის 7, ხოლო მა­ღალ მთა­ში 15 კუ­ბურ მეტრ მერ­ქანს ვაძ­ლევთ, თუმ­ცა შე­იძ­ლე­ბა, იყოს ისე­თი შემ­თხვე­ვა, რომ ზოგს მეტი ან ზო­გი­ერთს უფრო ნაკ­ლე­ბი სჭირ­დე­ბო­დეს. უფრო ენეგ­რო­ე­ფექ­ტურ მოხ­მა­რე­ბა­ზე უნდა გა­და­ვი­დეთ. ახა­ლი რე­გუ­ლა­ცი­ით ეტა­პობ­რი­ვად გვინ­და, რომ მე­ტყვე­ებ­მა და სა­ტყეო საქ­მის სპე­ცი­ა­ლის­ტებ­მა მერ­ქა­ნი თვი­თონ და­ამ­ზა­დონ, თვი­თონ გან­სა­ზღვრონ, სად რა არის მო­საჭ­რე­ლი, რამ­დე­ნი შეგ­ვიძ­ლია, რომ სა­ერ­თო­დაც მოვ­ჭრათ და შემ­დეგ მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტე­ბის მი­ხედ­ვით მო­ე­წყოს „საქ­მი­ა­ნი ეზო­ე­ბი“, სა­დაც მო­სახ­ლე­ო­ბას ექ­ნე­ბა ლე­გა­ლუ­რი და კა­ნო­ნი­ე­რი წვდო­მა რო­გორც სა­შე­შე, ისე სა­მა­სა­ლე მერ­ქან­ზე“, - აღ­ნიშ­ნა მან.
ბი­ომ­რა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბი­სა და სა­ტყეო დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­რო­სის გან­მარ­ტე­ბით, ახალ ტყის კო­დექსს თან­მდე­ვი პრო­ცე­სე­ბი უნდა ახ­ლდეს
ეს არის ენერ­გო­ე­ფექ­ტუ­რო­ბის, ტყის ინ­ვენ­ტა­რი­ზა­ცი­ის სე­რი­ო­ზუ­ლი კომ­პო­ნენ­ტი და გა­ნათ­ლე­ბა. ჩვენ 3 სას­წავ­ლე­ბელ­ში უკვე პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის შე­თა­ვა­ზე­ბა და­ვი­წყეთ. 2 წე­ლია, ეს გრძელ­დე­ბა კაჭ­რეთ­ში, ახალ­ცი­ხე­ში, წი­ნამ­ძღვი­ანთკარ­ში, თუმ­ცა უფრო ფარ­თო მას­შტა­ბე­ბი უნდა მი­ი­ღოს, რად­გან ხშირ შემ­თხვე­ვა­ში გვაქვს ფა­ტა­ლუ­რი შემ­თხვე­ვე­ბი, რო­დე­საც ბენ­ზო­ხერ­ხით თვით­და­შა­ვე­ბე­ბი ხდე­ბა, ამი­ტომ ეს პრო­ფე­სი­ო­ნა­ლებ­მა უნდა გა­ა­კე­თონ“, - აღ­ნიშ­ნა მან.
ტყის ახა­ლი კო­დექ­სით გა­უქ­მდე­ბა ტყის ფონ­დის არას­წო­რი ცნე­ბა და შე­მო­ვა გა­ე­რო-ს სურ­სა­თი­სა და სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას­თან (FAO) მი­სა­და­გე­ბუ­ლი ტყის გან­მარ­ტე­ბა. ამას­თან, სა­ვალ­დე­ბუ­ლო ხდე­ბა ტყის მარ­თვის 10-წლი­ა­ნი გეგ­მის მი­ხედ­ვით ტყით სარ­გებ­ლო­ბა, მოვ­ლა და აღ­დგე­ნა.
გარ­და ამი­სა, კა­ნონპ­რო­ექ­ტის თა­ნახ­მად, ტყის მარ­თვა ფუნ­ქცი­უ­რი და­ნიშ­ნუ­ლე­ბის მი­ხედ­ვით მოხ­დე­ბა, ამი­ტომ ის 4 კა­ტე­გო­რი­ად და­ი­ყო­ფა და ისე­თი პრინ­ცი­პით იმარ­თე­ბა, რომ ხელი შე­ე­წყოს ეკო­ლო­გი­უ­რი, ეკო­ნო­მი­კუ­რი და სო­ცი­ა­ლუ­რი პრინ­ცი­პე­ბის თა­ნაბ­რად გა­ნა­წი­ლე­ბას.
კარ­ლო ამირ­გუ­ლაშ­ვი­ლი ვა­რა­უ­დობს, რომ კა­ნონპ­რო­ექ­ტი ძა­ლა­ში 2020 წლის­თვის შევა.
რაც შე­ე­ხე­ბა იმ ძი­რი­თად დე­ტა­ლებს, რაც ტყე­ში ყოფ­ნი­სას უნდა გა­ვით­ვა­ლის­წი­ნოთ, ისი­ნი კა­ნონ­მდებ­ლო­ბით არის გან­სა­ზღვრუ­ლი.
„მოქ­მე­დი კა­ნონ­მდებ­ლო­ბით დად­გე­ნი­ლია და ახალ კა­ნონ­შიც გად­მო­ვა ხან­ძარ­სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ნორ­მე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბის სა­კი­თხი. აუ­ცი­ლე­ბე­ლია, ყუ­რა­დღე­ბა მი­ვაქ­ცი­ოთ სპე­ცი­ა­ლუ­რად გა­მო­ყო­ფილ ად­გი­ლებს, სა­დაც შე­იძ­ლე­ბა ცე­ცხლის ან­თე­ბა, ე.წ სა­პიკ­ნი­კე ად­გი­ლებს, ასეთ ად­გი­ლებ­ში უნდა მი­ვეჩ­ვი­ოთ ცე­ცხლის დან­თე­ბას. აუ­ცი­ლებ­ლად უნდა დავ­რწმუნ­დეთ, რომ პიკ­ნი­კის დროს და თუნ­დაც, როცა პიკ­ნი­კი არ იქ­ნე­ბა, კო­ცო­ნი ჩამ­ქრა­ლი დავ­ტო­ვეთ, ვი­ნა­ი­დან შე­იძ­ლე­ბა, შემ­დეგ ამან გა­მო­უს­წო­რე­ბე­ლი შე­დე­გი მო­ი­ტა­ნოს.
ხშირ ტყე­ში და ხის ძირ­ში ცე­ცხლის დან­თე­ბა, რა თქმა უნდა, არ შე­იძ­ლე­ბა. ჩვენ რე­გი­ო­ნებ­ში, გზის პი­რებ­ზე გვაქვს სპე­ცი­ა­ლუ­რი ტრა­ფა­რე­ტე­ბი, რომ­ლებ­ზეც წე­რია, რომ არ შე­იძ­ლე­ბა ცე­ცხლის ან­თე­ბა. რო­დე­საც გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად მა­ღა­ლია ტემ­პე­რა­ტუ­რა, მა­შინ უფრო ფრთხი­ლად უნდა ვი­ყოთ.
ასე­ვე, უკა­ნო­ნო საქ­მი­ა­ნო­ბაა, ნარ­ჩე­ნის და ნაგ­ვის და­ტო­ვე­ბა. ერთი მხრივ, ეს არ შე­იძ­ლე­ბა რო­გორც ეს­თე­ტი­კუ­რი თვალ­საზ­რი­სით, ისე და­ნაგ­ვი­ა­ნე­ბის გამო, რად­გან შე­იძ­ლე­ბა, ასე­თი სა­ხის ნარ­ჩე­ნი თვი­თონ გახ­დეს ცე­ცხლის გა­მომ­წვე­ვი და მაპ­რო­ვო­ცი­რე­ბე­ლი. ერთი მხრივ, ეს დას­ჯა­დია და მე­ო­რე მხრივ, მო­სახ­ლე­ო­ბა­ში უნდა გავ­რცელ­დეს ინ­ფორ­მა­ცია, რომ ნარ­ჩე­ნე­ბის­გან გა­ჩე­ნილ­მა ხან­ძარ­მა შე­იძ­ლე­ბა, და­სახ­ლე­ბულ პუნ­ქტე­ბამ­დეც მი­აღ­წი­ოს“, - აღ­ნიშ­ნა ბი­ომ­რა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბი­სა და სა­ტყეო დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­როს­მა კარ­ლო ამირ­გუ­ლაშ­ვილ­მა.
ამ წე­სე­ბის დარ­ღვე­ვის შემ­თხვე­ვა­ში, არ­სე­ბობს სან­ქცი­ე­ბი, რო­მე­ლიც ზა­რა­ლის მი­ხედ­ვით გა­ნი­სა­ზღვრე­ა­ბა.
„სა­უ­ბა­რია ასო­ბით ლარ­ზე, გა­აჩ­ნია, რო­მელ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ხდე­ბა კა­ნონ­დარ­ღვე­ვა. შე­იძ­ლე­ბა, ამან 1000 ლარს გა­და­ა­ჭარ­ბოს და სის­ხლის სა­მარ­თლის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა დად­გეს, თუკი გარ­კვე­უ­ლი კა­ტე­გო­რი­ის ტყე­ში არის ნა­გა­ვი და ნარ­ჩე­ნი და­ტო­ვე­ბუ­ლი ან ცე­ცხლი გავ­რცელ­და. სა­უ­რა­ვი სხვა­დას­ხვა მე­თო­დით იზო­მე­ბა, მაგ­რამ აქ მა­ინც მთა­ვა­რია, რომ ჯა­რი­მე­ბი არ­სე­ბობს. მხო­ლოდ ჯა­რი­მე­ბით ვერ ვუშ­ვე­ლით, თუ არ ამაღ­ლდე­ბა ცნო­ბი­ე­რე­ბა და არ გა­ვუფრ­თხილ­დე­ბით ბუ­ნე­ბას“, - აღ­ნიშ­ნა მან.
რაც შე­ე­ხე­ბა ად­გი­ლებს, სა­დაც რეკ­რე­ა­ცი­უ­ლი მიზ­ნით სტუმ­რო­ბა დაშ­ვე­ბუ­ლია, ის ნაკ­რძა­ლებ­ში არა, მაგ­რამ და­ცულ ტე­რი­ტო­რი­ებ­ში არ­სე­ბობს.
„და­ცუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბის ზო­გი­ერთ კა­ტე­გო­რი­ა­ში და ასე­ვე ვი­ზი­ტორ­თა ზო­ნებ­ში მო­წყო­ბი­ლია სა­კემ­პინ­გე ად­გი­ლე­ბი. და­ცულ ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე სა­თა­ნა­დო ინფრას­ტრუქ­ტუ­რაც კი შემ­ქნი­ლია, კონ­კრე­ტუ­ლი ად­გი­ლე­ბი ქვე­ბით არის შე­მო­რა­გუ­ლი, სა­ი­და­ნაც ნაკ­ლე­ბია ცე­ცხლის გავ­რცე­ლე­ბის სა­ში­ში­რო­ე­ბა. არის ასე­თი ად­გი­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც სპე­ცი­ა­ლის­ტებ­მა შე­არ­ჩი­ეს და შე­საძ­ლე­ბე­ლია იქ კო­ცო­ნი და­ინ­თოს. ბევრ ად­გილ­ზე, სა­დაც ტუ­რი­ტუ­ლი ბი­ლი­კე­ბი არ­სე­ბობს, მათ შო­რის, და­ცულ ტე­რი­ტო­რი­ებ­ში, მი­ნიშ­ნე­ბე­ბია გა­კე­თე­ბუ­ლი, სად შე­იძ­ლე­ბა და სად არ შე­იძ­ლე­ბა ცე­ცხლის დან­თე­ბა“, - აღ­ნიშ­ნა გა­რე­მოს დაც­ვი­სა და სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის სა­მი­ნის­ტროს წარ­მო­მად­გე­ნელ­მა.
მი­სი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, ნაკ­რძა­ლი ყვე­ლა­ზე მკაც­რად და­ცუ­ლი ტე­რი­ტო­რი­აა, რო­მელ­საც ძი­რი­თა­დად, სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო ან სა­მეც­ნი­ე­რო მიზ­ნე­ბის­თვის იყე­ნე­ბენ. ეროვ­ნულ პარ­კებ­ში, და­ცულ ლან­დშაფ­ტებ­სა და აღ­კვე­თი­ლებ­ში კი შეს­ვლა და­უბ­რკო­ლებ­ლად არის შე­საძ­ლე­ბე­ლი
„მა­გა­ლი­თად, აღ­ვე­თილ­ში რე­სურ­სე­ბით სარ­გებ­ლო­ბაც და­საშ­ვე­ბია, თუკი გო­ნივ­რუ­ლად მო­ვიხ­მართ. მათ შო­რის თევ­ზა­ო­ბა, ძო­ვე­ბა და თიბ­ვა. და­ცუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბის სა­ა­გენ­ტო ად­გენს, რა დო­ზით არის ეს შე­საძ­ლე­ბე­ლი და ამის­თვის შე­სა­ბა­მი­სი მო­საკ­რე­ბე­ლიც არ­სე­ბობს“, - აღ­ნიშ­ნა მან.
ambebi.ge

No comments:

Post a Comment