👉 კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში
მეორე მსოფლიო ომის დროს ვერმახტში 1921 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს დევნილი ქართველებით დაკომპლექტებული ბატალიონები შეიქმნა, რომლებიც „ქართული ლეგიონის“ სახელწოდებით მოიხსენიებოდნენ.🙏 საქართველოს საპატრიარქო
1941 წლიდან, პოლკოვნიკი შალვა მაღლაკელიძე თავისი ვაჟით გაიოზით, რომელსაც ლეიტენანტის წოდება ჰქონდა, გერმანულ არმიაში, ფრონტის წინა ხაზზე იბრძოდა. გენერალ მიხეილ წულუკიძესთან და პოლკოვნიკ სოლომონ ზალდასტანთან ერთად იგი ხელმძღვანელობდა მესამე რაიხის ქართულ ლეგიონს, რომელიც 1941 წელს ქართველ პატრიოტთა მიერ ჩამოყალიბდა საბჭოთა კავშირთან საბრძოლველად. ლეგიონში იბრძოდა 30 300 ქართველი ემიგრანტი. ისინი გადანაწილებულნი იყვნენ: ვერმახტის, აბვერისა და სს-ის ქვედანაყოფებში. მათ საბოლოო მიზანს წარმოადგენდა საქართველოს ბოლშევიზმისგან გათავისუფლებას. 1941 წელს შალვა მაღლაკელიძის ინიციატივით საბრძოლო მოტივაციის ამაღლების მიზნით დაწესდა ქართული ლეგიონის თამარ მეფის ორდენი. 1943 წელს მაღლაკელიძის ნაწილები უკვე კავკასიონთან იმყოფებოდნენ. ლეგიონის საქართველოში შემოსვლისთანავე კათოლიკოს-პატრიარქ კალისტრატე ცინცაძეს და მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტ ნიკო მუსხელიშვილს დამოუკიდებლობის აღდგენა უნდა გამოეცხადებინათ. გერმანელებმა საჭოთა ჯარის დამარცხება ვერ შეძლეს და ამ გეგმის აღსრულება ვერ მოხერხდა.
💢 კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
გენერალი მაღლაკელიძე 1943 წელს
1943 წლის 3 იანვრამდე დაჰყო ქართულმა ჯარმა საქართველოს საზღვრებთან, ყველაზე გვიან დატოვა პოზიციები და ბრძოლით გაიკაფა უკან დასახევი გზა. 1943 წლის ბოლოს პოლონეთში ისევ ყალიბდება ქართული ლეგიონი 7 ბატალიონის შემადგენლობით, რომელთაც საზეიმო ვითარებაში გადაეცათ საბრძოლო დროშები და მიენიჭათ შემდეგი სახელები: "შალვა მაღლაკელიძე", "გიორგი სააკაძე", "მეფე ერეკლე II", "დავით აღმაშენებელი", "თამარ მეფე", "შოთა რუსთაველი", "ილია ჭავჭავაძე". ლეგიონერები, გაიოზ მაღლაკელიძის რედაქტორობით, გამოსცემდნენ გაზეთ "საქართველოს" (1942-1945 წწ.). 1944 წელს, დაბადების 50 წლისთავზე, შალვა მაღლაკელიძეს ვერმახტის გენერალ-მაიორის წოდება მიენიჭა. მეორე მსოფლიო ომის დამთავრებამდე შალვა მაღლაკელიძე თავმჯდომარეობდა გენერალ ვლასოვის არმიის ეგრედ წოდებულმა "რუსეთის ხალხთა განმათავისუფლებელ კომიტეტში".თამარ მეფეის" ორდენის ახალწვეულები.
ვერმახტის ქართული ერთეულები:
795-ე ბატალიონი „შალვა მაღლაკელიძე“
იბრძოდნენ: 1942 წელს სამხრეთ ოსეთში, 1943 წელს საფრანგეთში.
796-ე ბატალიონი
იბრძოდნენ: 1942/43 წლებში ტუაფსეში, ჩრდილოეთ კავკასიაში.
797-ე ბატალიონი „გიორგი სააკაძე“
იბრძოდნენ: 1943/44 წლებში საფრანგეთში
798-ე ბატალიონი „ერეკლე II“
იბრძოდნენ: 1943/44 წლებში საფრანგეთში, 1945 წელს გერმანიაში.
799-ე ბატალიონი „დავით აღმაშენებელი“
იბრძოდნენ: 1943/44 წლებში საფრანგეთში, 1945 წელს გერმანიაში.
822-ე ბატალიონი „თამარ მეფე“
იბრძოდნენ: 1943/44/45 წლებში საფრანგეთში, ტექსელში და ნიდერლანდებში.
823-ე ბატალიონი „შოთა რუსთაველი“
იცავდნენ: ლა-მანშს კუნძულ გერნსიზე.
824-ე ბატალიონი „ილია ჭავჭავაძე“
იბრძოდნენ: 1944 წელს ლვოვში, პოლონეთში.
I/9 ქვეითი ბატალიონი
იბრძოდნენ: 1942:43 წლებში ჩრდილოეთ კავკასიაში, ყირიმში და საფრანგეთში.
II/198 ქვეითი ბატალიონი
იბრძოდნენ: 1943 წელს 198-ე გერმანული დივიზიის შემადგენლობაში კურსკთან, ხარკოვის მიდამოებში და დნეპრზე, 1945 წელს: ჩრდილოეთ იტალიაში პარტიზანების წინააღმდეგ სს-ის II სატანკო კორპუსის შემადგენლობაში.
II/4 სამთო-მსროლელი ბატალიონი
იბრძოდნენ: 1942/43 წლებში ჩრდილოეთ კავკასიაში, ყირიმში და საფრანგეთში.
”ბერგმანის” №1 ქართული სადაზვერვო ბატალიონი
იბრძოდნენ: 1942/43 წლებში, დივერსიები ჩრდილოეთ კავკასიაში და ანტიპარტიზანულ ბრძოლებში ყირიმში
ქართული სს ჯგუფი.
იბრძოდნენ: 1944/45 წლებში ჩრდილოეთ იტალიაში
დივერსიული რაზმები "თამარა I და II"
ბრძოლის ადგილი უცნობია.
I/1 სამთო-მსროლელი ბატალიონი
ბრძოლის ადგილი უცნობია.
II/125 სასწავლო ბატალიონი
ბრძოლის ადგილი უცნობია.
III/9 სასწავლო ბატალიონი
ბრძოლის ადგილი უცნობია.
შუცშტაფელის ვაფენგრუპი „საქართველო“ შეიქმნა 1944 წლის 11 დეკემბერს და მას მეთაურობდა სს-ის ვაფენ-შტანდერფიურერი მიხაელ ფრიდონ წულუკიძე. ამ ქვედანაყოფების გარდა, ვერმახტის რიგებში მსახურობდნენ სამუშაო, უზრუნველყოფის და საპატრულო ქართული ცალკეული ასეულები.
პირველი ქართული ლეგიონი იყო ეთნიკური სამხედრო შენაერთი, რომელიც ჩამოყალიბდა გერმანულ არმიაში, თურქეთში, 1914 წელს, პირველი მსოფლიო ომის პერიოდში. ქართული ლეგიონი შეიქმნა კაიზერული გერმანიის სარდლობისა და "ქართული ეროვნული კომიტეტის"ხელმძღვანელობით. მისი მეთაური იყო გამოჩენილი ქართველი საზოგადო, პოლიტიკური და სამხედრო მოღვაწე, გენერალი ლეო კერესელიძე (1880-1944). ლეგიონის და "ქართული ეროვნული კომიტეტის" მიზანი იყო საქართველოს გათავისუფლება რუსეთის იმპერიის მარწუხებიდან. ლეგიონს არსებობის მთელ მანძილზე "ქართულ ეროვნულ კომიტეტთან" ერთად მას პატრონაჟს უწევდა თურქეთში კაიზერული გერმანიის საექსპედიციო კორპუსი. გერმანელთა მხრიდან მის საქმიანობას კურირებდა "ქართული ეროვნული კომიტეტი"-ს სამხედრო მრჩეველი ჰორსტ შლიპაკი. ლეგიონი ითვლიდა 1, 500-მდე მებრძოლს და მთლიანად გერმანულ ყაიდაზე იყო გაწვრთნილი. შენაერთი ოფიციალურად დაშლილად გამოცხადდა 1917 წლის დამდეგს. 1918 წელს, საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებისთანავე, ყოფილი ქართული ლეგიონი საქართველოს ეროვნულ არმიაში ჩაირიცხა პოლკის სტატუსით. პოლკის მეთაური იყო გენერალი ლეო კერესელიძე. მან იარსება ბოლშევიკური რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაციამდე (1921).ხოლო ვერმახტის ქართულ ლეგიონში 30 000 ქართველზე მეტი იბრძოდა.
ქართული ლეგიონის აღლუმი გერმანიაში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დროშით. 1942 წ.
ქართველთა აჯანყება ტექსელზე (ნიდერლ. Opstand der Georgiërs) — ვერმახტის 822-ე ქართული ბატალიონის შეიარაღებული აჯანყება ნაცისტური გერმანიის მიერ ოკუპირებულ კუნძულ, ტექსელზე (ნიდერლანდები) 1945 წლის 4 აპრილიდან 20 მაისამდე გრძელდებოდა.
ტექსელის აჯანყება ქრონოლოგიურად იყო მეორე მსოფლიო ომის ევროპული ფრონტის ბოლო ეპიზოდი და ამიტომ ხშირად ევროპის უკანასკნელ ბრძოლადაც მოიხსენიებენ. ვერმახტის 822-ე ქართული ბატალიონი, რომელიც თამარ მეფის სახელს ატარებდა, 1943 წლის ივნისში პოლონეთში ჩამოყალიბდა ტყვედ ჩავარდნილი და „ქართული ლეგიონის“ რიგებში მიღებული ქართველი ეროვნების საბჭოთა ჯარისკაცებისაგან. 1945 წლის თებერვლისთვის, როდესაც გერმანულმა სარდლობამ ბატალიონი ტექსელზე განათავსა, იგი 800-მდე ქართველსა და 400-მდე გერმანელს, ძირითადად ოფიცრებს, ითვლიდა.
ქართველი ჯარისკაცების აჯანყება, რომელთაც შალვა ლოლაძე ხელმძღვანელობდა, 1945 წლის 5 აპრილის ღამეს დაიწყო მათი თავდასხმით გერმანელ ოფიცრებზე. მალე თითქმის მთელი კუნძული ამბოხებულების ხელში აღმოჩნდა, მაგრამ მოკავშირეთა დესანტის გადასხმა დაგვიანდა. გერმანელთა დამატებითმა ძალებმა აჯანყება ჩაახშეს. მძიმე ბრძოლებში 800 გერმანელი, 565 ქართველი და 117 ადგილობრივი მცხოვრები დაიღუპა.
ტექსელის აჯანყების ქართველ მონაწილეთაგან დღეისათვის თითქმის აღარავინაა ცოცხალი. აჯანყების ერთ-ერთი ორგანიზატორი — ევგენი არტემიძე ომის დაწყებიდან ზუსტად 69 წლის თავზე, 2010 წლის 22 ივნისს, 90 წლისა გარდაიცვალა.
ტექსელის აჯანყება ქრონოლოგიურად იყო მეორე მსოფლიო ომის ევროპული ფრონტის ბოლო ეპიზოდი და ამიტომ ხშირად ევროპის უკანასკნელ ბრძოლადაც მოიხსენიებენ. ვერმახტის 822-ე ქართული ბატალიონი, რომელიც თამარ მეფის სახელს ატარებდა, 1943 წლის ივნისში პოლონეთში ჩამოყალიბდა ტყვედ ჩავარდნილი და „ქართული ლეგიონის“ რიგებში მიღებული ქართველი ეროვნების საბჭოთა ჯარისკაცებისაგან. 1945 წლის თებერვლისთვის, როდესაც გერმანულმა სარდლობამ ბატალიონი ტექსელზე განათავსა, იგი 800-მდე ქართველსა და 400-მდე გერმანელს, ძირითადად ოფიცრებს, ითვლიდა.
ქართველი ჯარისკაცების აჯანყება, რომელთაც შალვა ლოლაძე ხელმძღვანელობდა, 1945 წლის 5 აპრილის ღამეს დაიწყო მათი თავდასხმით გერმანელ ოფიცრებზე. მალე თითქმის მთელი კუნძული ამბოხებულების ხელში აღმოჩნდა, მაგრამ მოკავშირეთა დესანტის გადასხმა დაგვიანდა. გერმანელთა დამატებითმა ძალებმა აჯანყება ჩაახშეს. მძიმე ბრძოლებში 800 გერმანელი, 565 ქართველი და 117 ადგილობრივი მცხოვრები დაიღუპა.
ტექსელის აჯანყების ქართველ მონაწილეთაგან დღეისათვის თითქმის აღარავინაა ცოცხალი. აჯანყების ერთ-ერთი ორგანიზატორი — ევგენი არტემიძე ომის დაწყებიდან ზუსტად 69 წლის თავზე, 2010 წლის 22 ივნისს, 90 წლისა გარდაიცვალა.
ერთერთი ქართველი ოფიცრის საფლავი ტექსელზე
ომის დამთავრების შემდეგ საბჭოთა რუსეთმა ამერიკელებს რამდენიმე გენერლის, მათ შორის მაღლაკელიძის, გადაცემა მოსთხოვა. ამერიკელებმა იგი დააპატიმრეს, მაგრამ შვილისა და მეგობრების დახმარებით გენერალმა ჯერ შვეიცარიაში, შემდეგ რომში გადასვლა მოახერხა. 1948-1950 წლებში მოღვაწეობდა იტალიაში. აქ მეორედ იქორწინა პოლონეთში დაბადებულ-გაზრდილ ქართველზე, მარიამ ცოტაძეზე, რომელიც რომში სამედიცინო აკადემიაში სწავლობდა. საქართველოში იტალიის ყოფილი ელჩის, ინსაბოტოს დახმარებით, შალვა მაღლაკელიძე გაერთიანდა მასონთა ლოჟაში. მათი რეკომენდაციით სამხედრო მრჩევლად აიყვანა პაკისტანის არმიის გენერალმა აიუბ-ხანმა, რომელიც შემდეგ პაკისტანის პრეზიდენტი გახდა. იტალიელი გენერლის ამადარის გვარით ბატონი შალვა მეუღლესთან ერთად ყარაჩიში გადავიდა საცხოვრებლად. 1950 წელს შეეძინათ ქალიშვილი, თამარი. აიუბ-ხანი მას ძალზე აფასებდა და როცა მისი პაკისტანში ყოფნა სახიფათო გახდა მან პირადად უშუამდგომლა გენერალ ადენაუერთან.1953 წლის დასაწყისში შალვა მაღლაკელიძე დასავლეთ გერმანიაში ჩავიდა და კონრად ადენაუერის სამხედრო მრჩეველი გახდა.
1954 წლის 26 იანვარს მან ვაჟთან, გაიოზ მაღლაკელიძესთან ერთად მიუნხენში დააფუძნა "საზღვარგარეთ ქართველ მხედართა დარაზმულობა". ამავე წელს პაკისტანიდან ჩამოფრენილი გენერლის ცოლ-შვილი საბჭოთა აგენტურამ აეროპორტიდანვე აღმოსავლეთ გერმანიაში გაიტაცა. 1954 წლის 1 აგვისტოს შალვა მაღლაკელიძეც ძალდატანებით გადაიყვანეს აღმოსავლეთ გერმანიაში. ოჯახთან ერთად ჯერ მოსკოვში ჩაიყვანეს, შემდეგ საიდუმლოდ, ყალბი პასპორტით, გადმოიყვანეს თბილისში. რამდენიმეჯერ დაჰკითხეს სუკ-ში, ავალებდნენ უცხოეთში მოღვაწე ქართველი ემიგრანტებისთვის აგიტაცია გაეწია და საქართველოში ჩამოეყვანა. შემდეგ, ხრუშჩოვის "ლიბერალიზაცია" მასაც შეეხო და თანდათანობით, სპეციალობით სამსახურის დაწყებისა და პასპორტში თავისი ვინაობის ჩაწერის ნება დართეს, ადვოკატურ სარბიელზე ბატონმა შალვამ თავი გამოიჩინა. მან ბრწყინვალედ ჩაატარა მრავალი პროცესი და დიდად გაითქვა სახელი. მაგრამ ერთხელ, როდესაც იგი გამფლანგველების ერთ-ერთ ჯგუფს იცავდა, საქმეებში შემთხვევით აღმოაჩინა სსრკ-ს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარის ლეონიდ ბრეჟნევის რეზოლუცია მისივე ხელმოწერით, რომელიც სასამართლოს ფაქტობრივად უბრძანებდა, რათა ერთ-ერთი გამფლაგველისთვის დახვრეტა მიესაჯათ. შალვა მაღლაკელიძემ განგაში ატეხა და ეს საქმე ჩაიშალა, მაგრამ, ამ ფაქტს შედეგად მოჰყვა საქართველოს იუსტიციის მინისტრის რეფერენტ როსტომოვის ტელეგრამა მოსკოვში: "არ შიძლება ვანდოთ ადვოკატის ტრიბუნა ფაშისტ გენერალ მაღლაკელიძეს!"
ამ ამბის შემდეგ, შალვა მაღლაკელიძე ადვოკატობიდან გადააყენეს, ისე რომ მცირეოდენი პენსიაც არ დაუნიშნეს, რის გამოც, მოხუცებულობის ჟამს იძულებული იყო რვა თუმნად ემუშავა მწერალთა კავშირის გამომცემლობაში.
1973 წელს გარდაეცვალა მეუღლე. თავად გენერალი 1960 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე ცხოვრობდა თბილისში, დიდუბის რაიონში, მისამართზე ბათუმის ქ. 29ა-ში, სადაც გარდაიცვალა კიდეც 1976 წლის 7 ნოემბერს 83 წლის ასაკში.ქართველი საბჭოთა სამხედრო მფრინავი და შემდგომ ვერმახტის ერთ-ერთი წევრი შალვა ლოლაძე. 1904-1945
intermedia.ge
ევგენი არტემიძე . აჯანყების ერთერთი ორგანიზატორი ტექსლე. 1920-2010
No comments:
Post a Comment