Monday, April 15, 2019

რუსეთში ადამიანი რობოტად გაასაღეს

13 აპრილს მოსკოვში რუსეთის ჩემპიონატის მატჩში ერთმანეთს დედაქალაქის ცსკა და „ორენბურგი“ ხვდებოდნენ. მატჩის დაწყებამდე დიქტორმა გამოაცხადა, რომ „მოედანზე საზოგადოებისთვის კარგად ცნობილი რობოტი ალიოშა გამოვა“. 
ის მოედანზე გავიდა და პირველი სიმბოლური დარტყმა შეასრულა. სტადიონზე მომუშავე დიქტორს არ უხსენებია, რომ სინამდვილეში ის რობოტი კი არა, რობოტის ფორმაში გამოწყობილი ადამიანი იყო.
არაფერი უთქვამს ტელეარხ „მატჩ პრემიერის“ კომენტატორებსაც, რომლებმაც პირდაპირ ეთერში მოედანზე გასულ ადამიანს „რობოტი ალიოშა“ და „ხელოვნური ინტელექტი უწოდეს“.
ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სინამდვილეში მოედანზე არა რობოტი, არამედ ადამიანი გავიდა, თავდაპირველად სოციალურ ქსელებში გავრცელდა. მატჩის შემდეგ ერთ-ერთმა კომენტატორმა რომან ნაგუჩევმა აღიარა, რომ იცოდა რობოტის ფორმაში გამოწყობილი ადამიანის შესახებ.
„რა თქმა უნდა, ვიცოდი ამის შესახებ, მას ხომ ცსკა-ს ერთ-ერთი წარმომადგენელიც ესაუბრა. ეს უბრალოდ სახალისოა, მეტი არაფერი. ის რობოტს ჰგავდა“, - განაცხადანაგუჩევმა.
imedinews.ge

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:

Post a Comment