იტალიური მედიის ცნობით, რომში საქართველოს მოქალაქე დაჭრეს. დაპირისპირება პიაცა დე ჩინკესენტოს მოედანზე, ავტობუსში მოხდა. წარმოშობით მაროკოელი კაცი 44 წლის ქართველს დანით თავს დაესხა და ყელის არეში დაჭრა. დაჭრილი საავადმყოფოში ავტობუსის მძღოლმა გადაიყვანა.
საქართველოს მოქალაქეს ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. თავდამსხმელი პოლიციამ დააკავა.
იტალიური გამოცემა წერს, რომ ორი ადამიანი ერთმანეთს არ იცნობდა და სავარაუდოდ ორივე ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ იყო.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment