საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში კვიპროსის რესპუბლიკის პრეზიდენტს, ნიკოს ანასტასიადისს ხვდება.
შეხვედრის დაწყებამდე კვიპროსის პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა.
ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები დაგეგმილია პრემიერთან და პარლამენტის თავმჯდომარესთანაც. კვიპროსის პრეზიდენტი მეუღლესთან ერთად კათოლიკოს პატრიარქსაც შეხვდება. გაიმართება საქართველო-კვიპროსის ბიზნესფორუმი, რომელშიც ბიზნესის წარმომადგენლებთან ერთად, საქართველოსა და კვიპროსის პრეზიდენტები მიიღებენ მონაწილეობას.
კვიპროსის რესპუბლიკის პრეზიდენტი ნიკოს ანასტასიადისი პირველი ოფიციალური ვიზიტით საქართველოს 16 აპრილს ეწვია.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment