Saturday, April 20, 2019

ზუგდიდის საავადმყოფოში 10 მოწამლული ბავშვი შეიყვანეს - ისინი სავარაუდოდ, ტრეფიკინგის მსხვერპლნი არიან

ზუგ­დი­დის რე­ფე­რა­ლურ ჰოს­პი­ტალ­ში კვე­ბი­თი ინ­ტოქ­სი­კა­ცი­ის ნიშ­ნე­ბით 10 ბავ­შვი შე­იყ­ვა­ნეს, მათ შო­რის ერთი შვი­დი თვის გო­გო­ნაა. ბავ­შვე­ბი ზუგ­დიდ­ში, ერთ-ერთ სა­ცხოვ­რე­ბელ კორ­პუს­ში ქალ­თან ერ­თად ცხოვ­რობ­დნენ. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ისი­ნი უკ­რა­ი­ნის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი არი­ან და აღ­ნიშ­ნულ ბი­ნა­ში ქი­რით ცხოვ­რობ­დნენ.

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

„წუ­ხელ სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის ბრი­გა­დამ ათი არას­რულ­წლო­ვა­ნი პა­ცი­ენ­ტი შე­მო­იყ­ვა­ნა, რო­მელ­თაც აღე­ნიშ­ნე­ბო­დათ გუ­ლის­რე­ვის შეგ­რძნე­ბა, ღე­ბი­ნე­ბა, ზო­გა­დი სი­სუს­ტე. სა­ვა­რა­უ­დოდ, დი­აგ­ნო­ზი არის და­უ­ზუს­ტე­ბე­ლი საკ­ვე­ბის­მი­ე­რი ინ­ტოქ­სი­კა­ცია. პა­ცი­ენ­ტებს გა­ე­წი­ათ შე­სა­ბა­მი­სი დახ­მა­რე­ბა და კვლე­ვე­ბი“, - გა­ნა­ცხა­და კლი­ნი­კის პე­დი­ატრმა მზია გერ­გე­და­ვამ.
მი­სი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბავ­შვე­ბი სხვა­დას­ხვა ასა­კის არი­ან, მათ შო­რის ყვე­ლა­ზე უმ­ცრო­სი 7 თვის, ხოლო უფ­რო­სი 11 წლი­საა. დღეს მათ სპე­ცი­ა­ლი­ზი­რე­ბულ კლი­ნი­კა­ში, კერ­ძოდ, ინ­ფექ­ცი­ურ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნენ.
აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ უკ­რა­ი­ნის მო­ქა­ლა­ქის მიერ სა­ქარ­თვე­ლო­ში 10 მცი­რე­წლო­ვა­ნი ბავ­შვის ჩა­მოყ­ვა­ნას­თან და­კავ­ში­რე­ბით, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო გა­მო­ძი­ე­ბას აწარ­მო­ებს. რო­გორც „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში გა­ნუ­ცხა­დეს, უწყე­ბა­ში შე­სუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის თა­ნახ­მად, 2019 წლის 8 აპ­რილს მოს­კო­ვი-თბი­ლი­სის რე­ი­სით სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მო­ვი­და უკ­რა­ი­ნის მო­ქა­ლა­ქე, რო­მელ­საც თან ახ­ლდა 10 მცი­რე­წლო­ვა­ნი ბავ­შვი.
„შს სა­მი­ნის­ტროს ხელთ არ­სე­ბუ­ლი დო­კუ­მენ­ტა­ცი­ის თა­ნახ­მად, 10-ვე ბავ­შვი ამ ქალ­ბა­ტო­ნის შვი­ლია. აღ­ნიშ­ნუ­ლი ქალ­ბა­ტო­ნი აპი­რებ­და სა­ქარ­თვე­ლო­დან აფხა­ზე­თის ოკუ­პი­რე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გა­დას­ვლას. 10 მცი­რე­წლო­ვა­ნი ბავ­შვი­დან 4 და­ბა­დე­ბუ­ლია 2017 წელს.
ვი­ნა­ი­დან აღ­ნიშ­ნულ­მა ფაქ­ტმა გა­ა­ჩი­ნა სა­ფუძ­ვლი­ა­ნი ეჭვი, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი შე­ი­ცავ­და ტრე­ფი­კინ­გის ნიშ­ნებს, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ და­ი­წყო გა­მო­ძი­ე­ბა სსკ-ის 143 პრი­მა მუხ­ლის 1-ლი ნა­წი­ლით (ადა­მი­ა­ნით ვაჭ­რო­ბა - ტრე­ფი­კინ­გი), რის ფარ­გლებ­შიც ტარ­დე­ბა აქ­ტი­უ­რი ოპე­რა­ტი­უ­ლი და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი, რათა დად­გინ­დეს ხომ არ აქვს ად­გი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბით ვაჭ­რო­ბის ფაქტს. გა­მო­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს აქ­ტი­უ­რი თა­ნამ­შრომ­ლო­ბა უცხო­ელ პარტნი­ო­რებ­თან“, - აცხა­დე­ბენ შსს-ში.
ambebi.ge

No comments:

Post a Comment