👉 კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში
თბილისში, ოლიმპიურ ქალაქში მდებარე ვაჟა კაჭარავას სახელობის ფრენბურთის არენაზე 17-წლამდე ფრენბურთელ გოგონათა შორის აღმოსავლეთ ევროპის ზონალური ასოციაციის ჩემპიონატი დაიწყო.
საქართველოს ნაკრებმა დღეს პირველი მატჩი ესტონეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართა და დაძაბულ ბრძოლაში 3:2 დაამარცხა.
ტურნირში ასევე მონაწილეობენ ლიტვის, ლატვიის, უკრაინის, სომხეთისა და რუსეთის გუნდები. ხვალ, ჩემპიონატის მეორე დღეს ჩვენი გუნდი ორ მატჩს გამართავს.
11 საათზე საქართველოს ნაკრები სომხეთის ნაკრებს შეხვდება, ხოლო 17 საათზე ტურნირის ერთ-ერთ ფავორიტს უკრაინის ნაკრებს უმასპინძლებს.
მატჩებზე დასწრება თავისუფალია. 17-წლამდე ფრენბურთელ გოგონათა შორის აღმოსავლეთ ევროპის ზონალური ასოციაციის ჩემპიონატი თბილისში 27 ნოემბრის ჩათვლით ჩატარდება.
imedinews.ge
👉 კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში
No comments:
Post a Comment