Saturday, November 25, 2017

გაუჩინარებამდე არგენტინული წყალქვეშა ნავი ეკიპაჟის ორმა წევრმა დატოვა

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში
არგენტინული წყალქვეშა ნავი „სან-ხუანი“ გაუჩინარებამდე ეკიპაჟის ორმა წევრმა დატოვა. ამის შესახებ გაზეთი Clarin-ი არგენტინის სამხედრო-საზღვაო ძალების წარმომადგენელ ენრიკე ბალბიზე დაყრდნობით წერს. როგორც სამხედრო ამბობს, ერთ-ერთი მათგანი დედის ავადმყოფობის გამო გაათავისუფლეს, მეორე კი ახალნაყიდი სახლის საბუთების გასაფორმებლად. 
მანამდე ცნობილი გახდა, რომ დაკარგულ წყალქვეშა ნავში ეკიპაჟის 37 წევრის ნაცვლად, 44 ადამიანი იმყოფებოდა. როგორც გაირკვა, სამხედრო ხომალდზე იმყოფებოდნენ სპეცდანიშნულების 4 სამხედრო მცურავი და ფლოტის დაზვერვის წევრები. 
არგენტინის საჰაერო-საზღვაო ძალები უკვე 15 ნოემბრიდან ვერ უკავშირდებიან. წყალქვეშა ნავს "სან-ხუანს", რომელიც ატლანტის ოკენეშია. არგენტინამ სამძებრო სამუშაოები დაიწყო, რომელშიც ჩართული გამანადგურებლები, ფრეგატები და თვითმფრინავები.
imedinews.ge
👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:

Post a Comment