Thursday, November 23, 2017

ვ ი დ ე ო - ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმი ერედვსა და ვანათში 2008 წელს გადამწვარი სახლების დანგრევას გეგმავს

ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო რეჟიმი სოფლებში ერედვსა და ვანათში 2008 წლის აგვისტოს ომის დროს გადამწვარი სახლების დანგრევას გეგმავს, – ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი ტელეკომპანია ავრცელებს.

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

სიუჟეტი, რომელშიც ეს ინფორმაცია გაჟღერდა, ოკუპირებულ რეგიონში ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეების ვიზიტს ეხება. ჟურნალისტი განმარტავს, რომ დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენელმა, მურატ ჯიოევმა შეხვედრის შემდეგ, ევროკავშირის, გაერო-სა და ეუთო-ს სპეციალურ წარმომადგენლებთან ერთად, ერედვისა და ვანათის სოფლები მოინახულა და მათ ის გადამწვარი სახლები აჩვენა, რომლებიც, დე ფაქტო მთავრობის მტკიცებით, რეაბილიტაციას აღარ ექვემდებარება და მთლიანად უნდა აიღონ.
ჟურნალისტის მტკიცებით, ამ სოფლებში ყველა სახლი გადამწვარია. ხელუხლებლად არის გადარჩენილი მხოლოდ სოფელ ერედვის სასაფლაო და მეცხრე საუკუნის პატარა ეკლესია.
1tv.ge

No comments:

Post a Comment