👉 კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში
ლაშა ტუღუშის განცხადებით, დღეს პარლამენტს მესამე სექტორი სახალხო დამცველის პოსტზე 4 კანდიდატს წარუდგენს.
„წარვადგენთ ვახუშტი მენაბდეს, ანა ნაცვლიშვილს, ზვიად ქორიძეს და ნინო ლმჯარიას. კარგი იქნება თუ ამ 4 კანდიდატს მოუსმენს პარლამენტი. კანონი ასეთ პროცედურებს არ იცნობს, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ შერჩევის პროცესი გამჭირვალოდ წარიმათოს“, - განაცხადა ლაშა ტუღუშმა.
ამ წუთებში პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მესამე სექტორის წარმომადგენლებთან, დიპლომატებთან სახალხო დამცველის კანდიდატზე მსჯელობს.
საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, სახალხო დამცველს პარლამენტი 5 წლით ირჩევს. უჩა ნანუაშვილს უფლებამოსილების ვადა 7 დეკემბერს ეწურება.
imedinews.ge
👉 კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში
No comments:
Post a Comment