Thursday, November 23, 2017

ადგილობრივების თქმით, სპეცოპერაციის შედეგად კორპუსს ბზარები გაუჩნდა

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში
ისანში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, მე-9 კორპუსის მცხოვრებლების თქმით, სპეცოპერაციის გამო კორპუსს ბზარები გაუჩნდა. როგორც ლატავრა გოგიძე აცხადებს, კორპუსი მესამე ხარისხის ავარიულ მდგომარეობაში ისედაც იყო.
"ჩემი შვილები სპეცრაზმელებმა თხოვნის შემდეგ გვიან ღამით შეუშვეს ბინაში. კედლებს ბზარები მანამდეც ჰქონდა, თუმცა ახლა ბევრად გადიდებულია. ბზარებია აივნებზეც. კორპუსი ქანაობს ფაქტიურად", - განაცხადა ლატავრა გოგიძემ.
მე-9 კორპუსის ავარიულობას ისნის გამგებელიც ადასტურებს.
ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მდებარე 46-ე კორპუსი, სადაც გუშინ ტერორიზმში ეჭვმიტანილები იყვნენ გამაგრებულები, ავარიული კორპუსია. ამასთან, 8 სახლი სპეცოპერაციის დროს დაზიანდა. ისნის გამგებლის კახა ლაბუჩიძე არ გამორიცხავს, რომ საცხოვრებელი სახლიდან ყველა ოჯახი გაიყვანონ.
მისი თქმით, კორპუსში სულ 25 ოჯახი ცხოვრობს, მათგან ნაწილი სასტუმროებშია განთავსებული.
როგროც ლაბუჩიძე ამბობს, ადგილზე კრიმინალისტები მუშაობენ, მათ შემდეგ კი კორპუსის მდგრადობას ექსპერტები შეისწავლიან.
სპეცოპერაცია, რომელიც 20 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა, 22 ნოემბერს საღამოს დასრულდა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, დაკავებულია 1 ადამიანი, ხოლო სამი ლიკვიდირებულია.
სპეცოპერაციის დროს, სამართალდამცველებსა და ტერორიზმში ეჭვმიტანილებს შორის შეტაკებას ერთი სპეცრაზმელი ემსხვერპლა, ოთხი კი დაიჭრა.
ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, სპეცოპერაცია 22 ნოემბერს ღამით დაიწყო
imedinews.ge
👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:

Post a Comment