Monday, November 27, 2017

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში სახელმწიფო დროშები დაეშვა


სასტუმრო „ლეოგრანდში“ დატრიალებული ტრაგედიის დროს გარდაცვლილთა ხსოვნის პატივსაცემად, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში სახელმწიფო დროშები დაეშვა. უნივერსიტეტის რექტორმა მერაბ ხალვაშმა, დეკანებმა, პროფესორ-მასწავლებლებმა, ადმინისტრაციულმა პერსონალმა და სტუდენტებმა სასტუმროს წინ ყვავილები მიიტანეს, სანთლები დაანთეს და დაღუპულებს პატივი მიაგეს. 24 ნოემბერს, სასტუმრო „ლეოგრანდში“ გაჩენილი ხანძრის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა, რომელთაგან 10 საქართველოს და 1 ირანის მოქალაქე იყო.

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში










No comments:

Post a Comment