👉 კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში
ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახლემწიფოს“ წევრებმა სააგიტაციო მასალის გავრცელება დაიწყეს, რომელშიც თავის მიმდევრებს ევროპაში საშობაო ბაზრობებზე თავდასხმებისკენ მოუწოდებენ. ამის შესახებ Daily Mail-ი წერს. ექსტრემისტები ფოტოებს ლოზუნგებით მესენჯერის საშუალებით აგზავნიან. ერთ-ერთ მათგანზე გამოსახულია ხელებშეკრული სანტა-კლაუსი, რომლის ზურგს უკანაც თვითმკვლელი დგას, ფონად კი ლონდონის უბანი რიჯენტ-სტრიტია. ამ ფოტოს ინგლისურ, ფრანგულ და გერმანულ ენებზე შემდეგი შინაარსით ტექსტში ახლავს:“ მალე თქვენს დღესასწაულებზე“(Soon on your holidays). მეორე ფოტოზე დანიანი ხელია, რომელიც პარიზში, ეიფელის კოშკისკენაა მიმართული.
სააგიტაციო მასალა სააგენტო BlackOps Cybe-მა აღმოაჩინა, რომელიც კიბერსაფრთხეებზე მუშაობს.
სააგიტაციო მასალა სააგენტო BlackOps Cybe-მა აღმოაჩინა, რომელიც კიბერსაფრთხეებზე მუშაობს.
გამოცემის ცნობით, ეს მოწოდებები მას შემდეგ გაჩნდა, რაც გერმანულმა პოლიციამ 6 სირიელი დააკავა, რომლებიც სავარაუდოდ ბერლინის ტერაქტის წლისთავზე აფეთქების მოწყობას გეგმავდნენ. ბერლინში ტერაქტი 2016 წლის 19 დეკემბერს მოხდა. სატვირთო მანქანა საშობაო ბაზრობაზე მყოფ ხალხში შევარდა, დაიღუპა 11 და დაშავდა 50 ადამიანი.
imedinews.ge
👉 კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში
No comments:
Post a Comment