👉 კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში
შავ ზღვაში ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო-საზღვაო ძალების სარაკეტო ხომალდი შემოვიდა. "ჯეიმს უილიამსი,“ წითელ ზღვაში ცხრადღიანი პატრულირების შემდეგ, ბოსფორის სრუტეში შევიდა და შავი ზღვის მიმართულებით გადაადგილდებოდა. ინფორმაციას Unian-ი ავრცელებს.
აშშ-ის სამხედრო ხომალდი აღჭურვილია საომარი საინფორმაციო-სამართავი სისტემით Aegis. ხომალდის შვიდთვიანი ცურვის მიზანი აშშ-ის სამხედრო პოზიციების გაძლიერებაა.
აშშ-ის სამხედრო ხომალდზე განთავსებულია „ტომაჰავკის“ ტიპის 56 რაკეტა, რომელიც ბირთვული ქობინებითაა აღჭურვილი. სარაკეტო ხომალდზე SH-60 Seahawk-ის ტიპის ვერტმფრენების განთავსებაა შესაძლებელი. ეკიპაჟი 337 ადამიანისგან შედგება.
imedinews.ge
👉 კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში
No comments:
Post a Comment