👉 კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში
"ჩვენ ასევე უნდა გავამარტივოთ მოგზაურობა ჩვენს ქვეყნებს შორის, ჩვენი მოქალაქეებისთვის. ვიცით, რომ საქართველოსა და უკრაინის მოქალაქეები დაინტერესებულნი არიან ჩვენს ქვეყნებში სტუმრობით და დღეს ჩვენ გამოვთქვით დიალოგის დაწყების სურვილი ID ბარათების აღიარებასთან დაკავშირებით, რათა ჩვენი მოქალაქეებისთვის, ჩვენს ქვეყნებში მიმოსვლა უფრო მოხერხებული გახდეს,"- განაცხადა უკრაინის პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილთან ერთობლივ პრეკონფერენციაზე.
მისივე თქმით, დღეს უკრაინული ბიზნესი ძალიან დაინტერესებულია საქართველოს ეკონომიკური ცხოვრებით და პირიქით. "ამ მიმართულებით თანამშრომლობა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი პრიორიტეტია,"- დასძინა უკრაინის პრემიერმა.
ერთობლივ პრესკონფერენციამდე საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი პირისპირ შეხვდა უკრაინელ კოლეგას, შემდეგ კი გაფართოებული ფორმატით შეხვედრა გაიმართა.
უკრაინის პრემიერმინისტრი ვლადიმერ გროისმანი საქართველოს 26 ნოემბერს ეწვია.
ვიზიტის ფარგლებში უკრაინის პრემიერმინისტრი სიტყვით გამოვა თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის გახსნით სესიაზე.
imedinews.ge
👉 კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში
No comments:
Post a Comment