Thursday, November 30, 2017

პარლამენტმა სახალხო დამცველად ნინო ლომჯარია აირჩია


პარლამენტმა ახალი სახალხო დამცველი აირჩია. ომბუდსმენის თანამდებობა 5-წლის ვადით ნინო ლომჯარიამ დაიკავა, რომელიც პარლამენტს უმრავლესობაში შემავალმა ფრაქციებმა შესთავაზეს. ლომჯარიას არჩევა 96 ხმით, 5-ის წინააღმდეგ მოხდა.
 
👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში 
სახალხო დამცვლის პოსტზე საკუთარი კანდიდატურა პარლამენტს ფრაქციამ ”საქართველოს პატრიოტები” შესთავაზა. მათი მხრიდან წარდგენილ გიორგი ფოფხაძეს 20-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. ფოფხაძის კანდიდატურის წინააღმდეგ 27-მა დეპუტატმა მისცა ხმა. 
ipn.ge

No comments:

Post a Comment