რა მოხდა?
👉 კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში
ნოემბრის დასაწყისში რუსეთის სახელმწიფო არხმა Russia Today-მ (RT) განაცხადა, რომ აშშ-ის იუსტიციის სამინისტრო 13 ნოემბრამდე “უცხოელ აგენტად” რეგისტრირებას სთხოვს. თავად უწყებას ეს არც დაუდასტურებია და არც უარუყვია. მოგვიანებით, ტელეკომპანიის წარმომადგენელმა თქვა, რომ სისხლის სამართლებრივ დევნას და რეგისტრაციას შორის, მეორე აირჩიეს და FARA-ს თანახმად, აშშ-ში “უცხოელ აგენტად” დარეგისტრირდნენ. 18 ნოემბერს რეგისტრაციის გავლა მოუხდა სააგენტო Sputnik-ის ამერიკულ სამსახურსაც.
ამერიკელების მოთხოვნას რუსეთის ხელისუფლება მალევე გამოეხმაურა. კრემლმა განაცხადა, რომ აშშ-ის მთავრობის გადაწყვეტილებას “სარკისებურად” უპასუხებს და ამერიკული მედიის მიმართ ანალოგიურ ნაბიჯებს გადადგამს.

FARA რა არის?
Foreign Agent Registration Act - კანონი “უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ”, რომელიც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა 1938 წელს მიიღო. მაშინ ამ კანონის მიზანი ქვეყანაში ნაცისტური პროპაგანდის გავრცელების პრევენცია იყო. კანონის მიღება იმ სახელმწიფოების გააქტიურებული ლობისტური საქმიანობისა და პროპაგანდის გამო მოუხდათ, რომლებიც ამერიკას პოტენციურ მტრად მიიჩნევდნენ. მთავარი სამიზნე ნაცისტური გერმანია იყო, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დაწყებამდე რამდენიმე წლით ადრე აქტიურად ცდილობდა აშშ-ში საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებას და ამას აკეთებდა ისეთი ორგანიზაციების საშუალებით, როგორებიც იყვნენ გერმანულ-ამერიკული კავშირი და კომიტეტი “ამერიკა უპირველეს ყოვლისა”. ეს უკანასკნელი შეიქმნა ისეთი კამპანიის ორგანიზებისთვის, რომელიც აშშ-ის ომში ჩაბმას არ დაუშვებდა.
სახელწოდების მიუხედავად, კანონი “უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ” მოქმედებს არა უცხო სახელმწიფოების ჯაშუშებისა და აგენტების, არამედ იმ ადამიანებისა და ორგანიზაციების მიმართ, რომლებიც სხვა ქვეყნების დავალებით და დაფინანსებით აშშ-ში საზოგადოებრივი აზრის ფორმირებას ცდილობენ. ეს შეიძლება ხდებოდეს, მაგალითად, ლობისტური საქმიანობის ან გარკვეული ინფორმაციის, მათ შორის ყალბი ცნობების გავრცელების გზით.
FARA-ს თანახმად, ასეთი ორგანიზაციები ვალდებულები არიან დარეგისტრირდნენ ამერიკის იუსტიციის სამინისტროში და ყოველ 6 თვეში ერთხელ წარუდგინონ მას ანგარიში თავიანთი შემოსავლების (უცხო სახელმწიფო თუ არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან მიღებული დაფინანსების) და ხარჯების შესახებ.
FARA მოითხოვს ასევე პროპაგანდისტული ინფორმაციის მარკირებას (დოკუმენტში მას “საინფორმაციო მასალები” ჰქვია). ასეთ ინფორმაციას თან უნდა ახლდეს ნიშანი, რომ ის ვრცელდება “უცხო სუბიექტის სახელით”. ასეთი მასალების ასლების გაგზავნა იუსტიციის სამინისტროსთვის სავალდებულოა.

FARA-ს დარღვევისთვის სასჯელი რა არის?
კანონის და ამ კანონით გათვალისწინებული საჯარიმო სანქციების მიზანია მსგავსი ორგანიზაციებისა და მათი “დამკვეთების” მუშაობის გამჭვირვალების უზრუნველყოფა. ამასთან, გამოხატვის თავისუფლება არ იზღუდება. 1966 წელს კანონში ცვლილება შევიდა და აქცენტმა პოლიტიკური პროპაგანდიდან პოლიტიკური ლობიზმისკენ გადაინაცვლა. გარდა ამისა, 1950-იან წლებში, როდესაც ამერიკაში ყველგან კომუნისტების კვალს ხედავდნენ, კანონში “უცხოელი აგენტის” ცნება უფრო დავიწროვდა. ასეთ სუბიექტებად მიიჩნეოდნენ პირები და ორგანიზაციები, რომლებიც უცხო ქვეყნების ხელისუფლებების ან ორგანიზაციების პირდაპირი დავალებით მოქმედებდნენ. ამავდროულად, სადავო შემთხვევებში ამერიკის ხელისუფლებას უნდა ემტკიცებინა, რომ სავარაუდო “აგენტების” მიზანი, მართლაც, აშშ-ის პოლიტიკაზე ზეგავლენა იყო. ამ ბოლო პირობამ გამოიწვია ის, რომ FARA-ს დარღვევისთვის სულ უფრო იშვიათად სჯიდნენ.
თეორიულად, “უცხოელი აგენტების” შესახებ კანონის დამღვევებს, ანუ უცხოეთის მთავრობების პოლიტიკურ ლობისტებს, რომლებიც არ დარეგისტრირებულან, ემუქრებათ 5 წლამდე პატიმრობა ან 10 ათას დოლარამდე მოცულობის ფულადი ჯარიმა. ორივე ეს სასჯელი შეიძლება ცალ-ცალკე გამოყენონ.

აშშ-ში “უცხოელ აგენტებად” სხვა მედიასაშუალებებიც რეგისტრირებულია?
დიახ. Russia Today პირველი უცხოური მედიაკომპანია არ არის, რომელზეც ეს კანონი გავრცელდება. აშშ-ის იუსტიციის სამინისტროში ამ სტატუსით დარეგისტრირებულები არიან: 1983 წლიდან ჩინური გაზეთი The China Daily და 1991 წლიდან იაპონური ტელერადიოკომპანია NHK. კანონის თანახმად, ისინი ყოველ 6 თვეში ერთხელ წარადგენენ ანგარიშს მიღებული შემოსავლების, ხარჯების და საქმიანობის შესახებ.
რადგან, კანონის ცალკე პუნქტია პოლიტიკური პროპაგანდის მარკირება, ჩინური The China Daily რეგულარულად წერს ანგარიშში იმის შესახებ, რომ აქვეყნებს და მონიშნული აქვს მსგავსი პროპაგანდა; იაპონური NHK, პირიქით, მიუთითებს, რომ იაპონური გადაცემების ტრანსლირებას ახდენს, რაც აშშ-ის იუსტიციის სამინისტროს გადაწყვეტილებით, პროპაგანდა არ არის. მიიჩნევს თუ არა უწყება RT-ს ამერიკულ ეთერს პროპაგანდად, უცნობია.
RT-ს წარმომადგენლები ამტკიცებდენ, რომ “უცხოელ აგენტად” დარეგისტრირების შემდეგ, ტელევიზია ვალდებული გახდებოდა გამოაქვეყნებინა თანამშრომლების ხელფასები, მისამართები და ტელეფონის ნომრები. ამასთან, სტატუსის მიღების შემდეგ დისტრიბუტორები მის გავრცელებაზე უარს იტყოდნენ. სინამდვილეში, წარსადგენი ფინანსური ანგარიში ორგანიზაციის შესახებ ერთიანად მზადდება და არა ცალკეულ თანამშრომლებზე; გარდა ამისა, პროვაიდერები ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე ავრცელებენ “უცხოელ აგენტ” NHK-ს.

რუსეთში “უცხოელ აგენტებზე” რა კანონი მოქმედებს?
რუსეთში კანონი “უცხოელ აგენტებზე” 2012 წელს მიიღეს. მაშინ რუსეთის პრეზიდენტი პუტინი ამბობდა, რომ მოსკოვმა კანონი აშშ-ის მაგალითზე მიიღო. სინამდვილეში, რუსული კანონი და ამერიკული FARA ერთანეთისგან განსხვავდება.
აშშ-ში “უცხოელ აგენტად” მიიჩნევა ის, ვინც უშუალოდ იმართება ან კონტროლდება უცხოური მთავრობის ან ორგანიზაციის მხრიდან. რუსეთში კი ამ სტატუსის მისაღებად, უცხოური გრანტის მიღებაც საკმარისია.
დღეს აშშ-ში “უცხოელ აგენტებად” რეგისტრირებულია დაახლოებით 1700 პირი და ორგანიზაცია. ამასთან, ამ სტატუსის მქონე ორგანიზაციას შეუძლია შეუფერხებლად განაგრძოს მუშაობა იუსტიციის სამინისტროში დროული რეგისტრაციის შემთხვევაში. იმავდროულად, FARA არაპოლიტიკურ ლობიზმზე არ ვრცელდება. ინფორმაციის გავრცელება კომერციული, კულტურული, სამეცნიერო და რელიგიური მიზნებით, ასევე შემოწირულობების მოზიდვა არ ითვალისწინებს “უცხოელ აგენტად” რეგისტრაციას.
რუსული კანონის თანახმად, “არაკომერციული ორგანიზაციები” (НКО) რეესტრში აღირიცხებიან იმ შემთხვევაში, თუ ისინი რუსეთში უცხოური ფულით ეწევიან პოლიტიკურ საქმიანობას. სინამდვილეში კი, რეესტრში შეიძლება მოხვდეს ნებისმიერი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც დაფინანსებას სხვა ქვეყნიდან იღებს. რუსეთში “აგენტებად” რეგისტრირებული ორგანიზაციების (88) უმრავლესობის საქმიანობის სფეროა ადამიანის უფლებების დაცვა, ჰუმანიტარული და სოციალური პროექტების განხორციელება, ანალიტიკური და სოციალური კვლევების წარმოება, ქალთა უფლებების დაცვა, მედიის მხარდაჭერა და ა.შ. გერმანული DW-ს ინფორმაციით, ყველაზე მეტი “უცხოელი აგენტი” რეგისტრირებულია მოსკოვში, მას მოსდევს სანქტ-პეტერბურგი და შემდეგ ეკატერინბურგი.
“უცხოელი აგენტების” დიდი ნაწილი რუსეთმა რეესტრში 2015 წელს შეიყვანა. 2016 წელს ტემპი ოდნავ შენელდა. 2017 წელს კი ამერიკელების გადაწყვეტილების საპასუხოდ, “უცხოელ აგენტებად” “არაკომერციული ორგანიზაციების” მსგავსად მედიასაშუალებების დარეგისტრირებაც გადაწყვიტეს. მსგავსი ინიციატივა 2014 წელსაც არსებობდა. რუსეთის პარლამენტს სურდა უკვე მოქმედ კანონში არასამთავრობო ორგანიზაციების შესახებ ცვლილების სახით შეეტანა მედიის, როგორც “უცხოელი აგენტის” სტატუსი. პროექტში ისეთივე პირობები იყო გაწერილი, როგორიც ამერიკულ კანონში - ანგარიშვალდებულება ქვეყნის იუსტიციის სამინისტროს მიმართ და საინფორმაციო მასალების მარკირება, მაგრამ მაშინ ინიციატივაზე უარი თქვეს.
საბოლოო ჯამში, 2017 წლის 15 ნოემბერს, რუსეთის დუმის დეპუტატებმა ერთ დღეში და ერთხმად შეიტანეს ცვლილებები კანონში “ინფორმაციის მასობრივი საშუალებების” შესახებ, რომელიც ცალკეული გამოცემების უცხოელ აგენტებად რეგისტრაციის საშუალებას იძლევა. 25 ნოემბერს კანონს ხელი მოაწერა რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმაც და ის ხელისმოწერისთანავე ამოქმედდა.

და რომელ მედიასაშუალებებს ჩათვლიან რუსები “უცხოელ აგენტებად" და რა სასჯელი ელით მათ?
ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი რუსული გამოცემები წერენ, რომ ცვლილებების ტექსტის თანახმად, “უცხოელ აგენტად” შეიძლება მიიჩნიონ ინფორმაციის ფაქტობრივად ნებისმიერი წყარო, მათ შორის ვებგვერდები და სოციალური ქსელის ექაუნთებიც კი. რუსეთის ხელისუფლება აცხადებს რომ ასე არაა და იმ რამდენიმე კრიტერიუმს ასახელებს, რომლის შემთხვევაშიც სუბიექტზე კანონი გავრცელდება. ესენია: უცხოეთში რეგისტრაცია, დაფინანსების მიღება უცხოეთიდან ან იმ რუსული კომპანიებისგან, რომლებსაც ასევე უცხოეთიდან აფინანსებენ. იმავდროულად, კანონში გაჩნდა ცნება “უცხოური მედიასაშუალება”.
რაც შეეხება კანონით გათვლისწინებულ სანქციებს, ცვლილებების მხარდამჭერები აცხადებენ, რომ რუსული კანონმდებლობა ამ მხრივ ბევრად ლიბერალურია, ვიდრე ამერიკული და მხოლოდ ჯარიმას ან ადმინისტრაციულ სასჯელს ითვალისწინებს (სინამდვილეში, რუსული კანონი "უცხოელი აგენტების" შესახებ ორ წლამდე პატიმრობასაც ითვალისწინებს).
კანონის მიღების დღეს, რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ მისი შესაძლო გამოყენების შესახებ შეტყობინება გაუგზავნა “ამერიკის ხმას” და “რადიო თავისუფლებას” და მის პროექტებს, რომლებსაც აშშ-ის მთავრობა აფინანსებს.

imedinews.ge
👉 კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში
No comments:
Post a Comment