Monday, November 27, 2017

ვინ არიან საფრანგეთში დაკავებული ქართველი "კანონიერი ქურდები" - რუსული გამოცემა ინფორმაციას ავრცელებს


👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში
რუსული მედია საფრანგეთში 17 ნოემბერს დაკავებული ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდების ვინაობას ასახელებს.

გამოცემა "პრაიმკრაიმის" ინფორმაციით, დანაშაულებრივი ჯგუფის 35 წევრს შორის ხუთი ე.წ. კანონიერი ქურდი იყო. ესენი არიან 1972 წელს დაბადებული ილია ხელაძე ("ილო ლანჩხუთსკი"), 1979 წელს დაბადებული რევი დარახველიძე ("რევი"), 1981 წელს დაბადებული გიორგი ფოლადიშვილი ("სინკარა"), 1980 წელს დაბადებული თევდორე გამისონია ("ნოდარ სუხუმსკი") და 1979 წელს დაბადებული ნიკოლოზ ნოდია ("ნიკა თბილისკი").

გამოცემის ინფორმაციით, 2005-2012 წლებში ხელაძე დარახველიძესთან ერთად საქართველოში სასჯელს ე.წ. ქურდული სამყაროს წევრობის მუხლით იხდიდა. ფოლადიშვილმა, გამისონიამ და ნოდიამ კი ე.წ. კანონიერი ქურდის სტატუსი 2013 
-0:10
წელს მიიღეს.17 ნოემბერს პარიზში და პარიზის გარეუბანში ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის ცენტრალურმა სამმართველომ 35 -კაციანი ჯგუფი დააკავა.

არსებული ინფორმაციით, დანაშაულებრივი ჯგუფი დაკავებული იყო ბინების გაქურდვით, ქურდობითა და სიგარეტის კონტრაბანდით.

აღნიშნულ დანაშაულებრივ ჯგუფთან დაკავშირებით გამოძიება ორი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა, რომელშიც ასევე იყო ჩართული საფრანგეთში საქართველოს საელჩო, ევროპოლი და ინტერპოლი.

წაიკითხეთ მეტი: 70 ათასი ევრო, მანქანები, იარაღი და 200 ათასი ევროს ქონება: საფრანგეთში ქართველები, მათ შორის, ქალები და "კანონიერი ქურდები" დააკავეს
ambebi.ge

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:

Post a Comment