მართვის მოწმობის აღების პრაქტიკული გამოცდის რეალურ მოძრაობაში გადატანა გადავადდა
მართვის მოწმობის აღების პრაქტიკული გამოცდის რეალურ მოძრაობაში გადატანა წლის ბოლომდე გადავადდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ს მომსახურების სააგენტოში განუცხადეს, შესაბამისი პროექტი „თითქმის დასრულებულია“.„ახალი სტანდარტით გამოცდის ჩაბარება მიმდინარე წლის ბოლომდე დაიწყება“, - განაცხადეს უწყებაში. მართვის მოწმობის გამოცდის რეალურ მოძრაობაში ჩატარება, შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ, ამ დრომდე 2018 წლის პირველი ნახევრიდან იყო დაანონსებული.
interpressnews.ge
No comments:
Post a Comment