ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის დამწვრობის ცენტრს, პირველი ივნისიდან დღემდე მზისგან სხვადასხვა სახის დამწვრობის გამო 35-მა პაციენტმა მიმართა. მათგან 6 პაციენტს საავადმყოფოში უმკურნალეს, დანარჩენი კი სახლში გაწერეს. ინფორმაციას 1tv ავრცელებს.
ქირურგ გუგა ქაშიბაძის თქმთ, ბოლო პაციენტი საავადმყოფოდან დღეს გაეწერა. პაციენტების ასაკი 14-22 წლამდე მერყეობს.
რაც შეეხება ლეღვის ნახარს, ქირურგი ამბობს, რომ წელს ასეთი მხოლოდ ერთი შემთხვევა დაფიქსირდა.
"თუმცა პაციენტმა ნახარში გამოიყენა სამკურნალო მიზნებისთვის. ახლობელმა ურჩია „პადაგრის“ მოშორების მიზნით და მივიღეთ სავალალო შედეგი. ყველას ვაფრთხილებთ, რომ ლეღვის ნახარში არც რუჯისთვის და არც სამკურნალოდ არ გამოიყენონ“, – აცხადებს გუგა ქაშიბაძე.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment