Thursday, June 28, 2018

სტოლტენბერგი: ივლისის სამიტზე საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს ვაღიარებთ


ნატო ივლისის სამიტზე საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს აღიარებს. ამის შესახებ ალიანსის გენერალურმა მდივანმა ბრიუსელში ევროკავშირის სამიტის დაწყებამდე განაცხადა.
" მოლოდინი მაქვს იმის, რომ ალიანსის წევრი ქვეყნების ლიდერები, რომლებიც ივლისში ნატოს სამიტზე შეიკრიბებიან, საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს აღიარებენ და საქართველოს პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერის გაგრძელების შესახებ საკუთარ პოზიციას დააფიქსირებენ,"-აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა.
გუშინ ალიანსის გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ საქართველოსა და უკრაინის ნატოში გაწევრიანება ალიანსის 29 ქვეყნის გადასაწყვეტია.
20 ივნისს კი სტოლტენბერგმა კი თქვა, რომ რუსეთი მზად არის მეზობელი ქვეყნების წინააღმდეგ სამხედრო ძალა გამოიყენოს. მაგალითად იენს სტოლტენბერგმა საქართველოსთან ისტორიული ომი და უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტი მოიყვანა.
ნატოს სამიტი ბრიუსელში 11-12 ივლისს გაიმართება.
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment