Wednesday, June 27, 2018

ვინ არიან ირაკლი ნოზაძის დაჭრის საქმეზე დაკავებული გოგონები

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ ირაკ­ლი ნო­ზა­ძის დაჭ­რის ფაქ­ტზე ორი პირი და­ა­კა­ვა. გან­ცხა­დე­ბა უწყე­ბამ ცოტა ხნის წინ გა­ავ­რცე­ლა. და­კა­ვე­ბულ­თა­გან ერთს გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბა ედე­ბა ბრა­ლად, მე­ო­რეს კი - და­ნა­შა­უ­ლის შე­უ­ტყო­ბი­ნებ­ლო­ბა.
"ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს თბი­ლი­სის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის დი­დუ­ბე-ჩუ­ღუ­რე­თის სამ­მარ­თვე­ლოს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­ულ-სამ­ძებ­რო და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, 1989 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი თ.ჯ. გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბის ბრალ­დე­ბით, ხოლო მისი მე­გო­ბა­რი - 1994 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ნ.თ. და­ნა­შა­უ­ლის შე­უ­ტყო­ბი­ნებ­ლო­ბის ბრალ­დე­ბით და­ა­კა­ვეს. გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ თ.ჯ.-მ მიმ­დი­ნა­რე წლის 25 ივ­ნისს თბი­ლის­ში, წე­რეთ­ლის გამ­ზირ­ზე, ურ­თი­ერ­თშე­ლა­პა­რა­კე­ბის ნი­ა­დაგ­ზე, ცივი ია­რა­ღით სხე­ულ­ზე და­ზი­ა­ნე­ბა მი­ა­ყე­ნა 1979 წელს და­ბა­დე­ბულ ირაკ­ლი ნო­ზა­ძეს. თ.ჯ. შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან თან­მხლებ პირ­თან ერ­თად მი­ი­მა­ლა. მის მიერ ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლი 7-დან 15 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს, ხოლო მის მე­გო­ბარს და­ნა­შა­უ­ლის შე­უ­ტყო­ბი­ნებ­ლო­ბის­თვის 2-დან 4 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა ემუქ­რე­ბა. სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ორი­ვე ბრალ­დე­ბუ­ლი თბი­ლის­ში, მოს­კო­ვის გამ­ზირ­ზე მდე­ბა­რე ერთ-ერთ სა­ერ­თო სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლში და­ა­კა­ვეს. გა­მო­ძი­ე­ბა გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბის და და­ნა­შა­უ­ლის შე­უ­ტყო­ბი­ნებ­ლო­ბის ფაქ­ტებ­ზე, სა­ქარ­თვე­ლოს სსკ-ს 19-108-ე მუხ­ლით და 376-ე მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს" - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.
ერთ-ერთი და­კა­ვე­ბუ­ლის, 29 წლის თამ­თა ჯან­ჯღა­ვას შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია მე­დი­ა­ში მთე­ლი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ვრცელ­დე­ბო­და. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ის ერთ-ერთ უბან­ში მა­მა­კაც­თან და მცი­რე­წლო­ვან ბავ­შვებ­თან ერ­თად ცხოვ­რობ­და. ჯან­ჯღა­ვას გა­მო­ძი­ე­ბა გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბას ედა­ვე­ბა.
რაც შე­ე­ხე­ბა მე­ო­რე და­კა­ვე­ბულს, Ambebi.ge-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ის 24 წლის ნა­თია თო­ფუ­რი­აა. იგი და­ნა­შა­უ­ლის შე­უ­ტყო­ბი­ნებ­ლო­ბის ბრალ­დე­ბით არის და­კა­ვე­ბუ­ლი.
შე­გახ­სე­ნებთ, "ქუ­ჩის ბი­ჭე­ბის" სო­ლის­ტი ირაკ­ლი ნო­ზა­ძე გუ­შინ სა­ღა­მოს, წე­რეთ­ლის გამ­ზირ­ზე დაჭ­რეს. მას ღუ­დუ­შა­უ­რის კლი­ნი­კა­ში წუ­ხელ ოპე­რა­ცია ჩა­უ­ტარ­და, რის შემ­დე­გაც რე­ა­ნი­მა­ცი­ულ გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს. ნო­ზა­ძეს ცივი ია­რა­ღით და­ზი­ა­ნე­ბე­ბი გულ-მკერ­დის არე­ში აქვს მი­ყე­ნე­ბუ­ლი.
ambebi.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment