აშშ-ის თავდაცვის სამინისტრო ამერიკული სამხედრო ძალის გერმანიიდან გასაყვანად, ან პოლონეთში გადასასროლად, ხარჯებს განიხილავს. ინფორმაციას The Washington Post-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ამის ანალიზი დაბალ დონეებზე უკვე დაიწყეს, რომლის შედეგებსაც საკითხის მაღალ დონეზე განხილვისას მოითხოვენ. ეს კი აშშ-ის პრეზიდენტის და გერმანიის კანცლერს შორის დაძაბულობის ფონზე ხდება.
წყაროს ინფორმაციით, დონალდ ტრამპი გაოცდა, როცა შეიტყო, რომ გერმანიის ტერიტორიაზე 35 ათასი ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე იმყოფება. მისი თქმით, მოკავშირეებს საჭირო წვლილი არ შეაქვთ საერთო უსაფრთხოების უზრუნველყოფაში.
გამოცემა წერს, რომ ევროპაში ოფიციალური პირები შეშფოთებულები არიან იმით, რომ პენტაგონი ამის შესაძლებლობას უშვებს. მათი აზრით, NATO-ს სამიტზე, რომელიც ბრიუსელში 11-12 ივლისს გაიმართება, ტრამპი მათ თავდაცვისთვის არასაკმარისი დაფინანსების გამო გააკრიტიკებს.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment