Friday, June 29, 2018

მამუკა ბახტაძე ავტოპარკთან დაკავშირებით ახალ ინიციატივას წარადგენს

პრემიერმინისტრი შემდეგ მთავრობის სხდომაზე ავტოპარკთან დაკავშირებით ახალ ინიციატივას წარადგენს, - ამის შესახებ მამუკა ბახტაძის დღეს გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი.
პრემიერის თქმით, ე.წ პერსონალურ მანქანებთან დაკავშირებით რაც ზოგიერთ სახელმწიფო ორგანიზაციაში ხდება, კატეგორიულად მიუღებელია.
„შემდეგ მთავრობის სხდომაზე უცილებლად წარმოვადგენ ახალ ინიციატივას, რომელიც მხოლოდ ჯიპებს არ შეეხება. ეს შეეხება ავტოპარკს, განსაკუთრებულ ე.წ პერსონალურ მანქანებს. ის სიტუაცია, რაც ამ მხრივ ზოგიერთ სახელმწიფო ორგანიზაციაშია, კატეგორიულად მიუღებელია. აქედან გამომდინარე, ჩვენ გვექნება ახალი ინიციატივა, რომელიც უკვე დამუშავებულია",- განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
აუდიტის სამსახურის 2016 წლის მონაცემებით, სამინისტროებს 2 463 მანქანა ემსახურებოდა და საწვავზე დიდი რაოდენობით თანხები იხარჯებოდა.
მიმდინარე წლის 2 თებერვალს გამართულ მთავრობის სხდომაზე, ყოფილმა პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ დროა, საქართველოში შავი „ჯიპების“ ეპოქა დასრულდეს.
ავტოპარკის ტექდათვალიერებას იწყებს თბილისის მერია.
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment