გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას მოსალოდნელი მაღალი ტემპერატურის შესახებ აფრთხილებს. ამის შესახებ ინფორმაცია გარემოს ეროვნული სააგენტოს Facebook-ის გვერდზე გავრცელდა.
მათი ინფორმაციით, 28 ივნისიდან საქართველოში მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი მატება. 28 ივნისს დასავლეთ საქართველოში ჰაერის მაქსიმალურმა ტემპერატურამ შესაძლოა +39, +41 გრადუსს მიაღწიოს.
აღმოსავლეთ საქართველოში 28 ივნისიდან 3 ივლისამდე ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა +36, +41 გრადუსია მოსალოდნელი. ქ. თბილისში ჰაერის ტემპერატურა +37, +39 გრადუსი დაფიქსირდება.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment