Volkswagen-მა და Ford-მა შესაძლოა ავტომობილები ერთად აწარმოონ. ინფორმაციას უმსხვილესი ავტომწარმოებლების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ. ამის შესახებ CNN-ი წერს.
ავტომწარმოებლების განმარტებით, ისინი სამომავლოდ ელექტრო და ჰიბრიდულ ავტომობილებს ერთიანი ძალებით გამოუშვებენ.
გამოცემის ინფორმაციით, კომპანიებს შორის მოლაპარაკებები საწყის ეტაპზეა. Volkswagen-ის და Ford-ის მიზანი ახალი ტექნოლოგიის განვითარება და დანახარჯების შემცირებაა.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment