სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც დდამთილი - მარი ფუტკარაძე ორ რძალთან ერთად ქორწილში საოცრად ცეკვავს "სამაიას". ვიდეოს იმდენად რეკორდული გამოხმაურება მოჰყვა, ქალბატონი მარი ხუმრობით ამბობს, მგონი მთელმა მსოფლიომ გაიგოო...
- ენით ვერ აღვწერ, რამდენი ხალხი მირეკავს აღფრთოვანებული, ეს რა ვნახეთ, რა გააკეთეო... ნამდვილად არ ველოდი ასეთ რეაქციას, ვერც წარმოვიდგენდი! მეუღლე გარდაცვლილი მყავს და სიმღერა და ცეკვა მას მივუძღვენი. სიმღერაშიც ჩანს - "ვაჟის მამა შინ არ არის, მზევ შინ შემოდიო"... ყველა მიხვდა ამ სიტყვების მნიშვნელობას და მთელი ქორწილის სტუმრები ტიროდნენ. ჩემიიდეა იყო ასეთი, მსურდა რძლებთან ერთად მეცეკვა. ორი შვილი ერთად გამიბედნიერდა და რა უნდა ყოფილიყო ამაზე დიდი სიხარული?! ორი დედოფალი მყავდა ერთად ქორწილში, მათთან ერთად სამაია ვიცეკვე და როგორც ზეოთ მოგახსენეთ, ყველაფერი ჩემს გარდაცვლილ მეუღლეს მივუძღვენი.
- სად გადაიხადეთ ქორწილი?
- ბათუმში... ძალიან დიდი ქორწილი გვქონდა. არაჩვეულებრივი რძლები შემხვდა, ვგიჟდები ჩემს ლამაზ გოგოებზე. ჩემი შვილები ხომ ღმერთად მყავს... ასაკით დიდი განსხვავება არაა ჩვენს შორის, მე 41 წლის ვარ და ვაჟები - 26 და 23 წლის... ახლა გავმრავლდით, 4 შვილი მყავს უკვე. მეუღლე 5 წლის წინ გარდამეცვალა, ძალიან ახალგაზრდა - 40 წლის იყო დამოუშუშებელ ტკივილად დარჩა...
ambebi.ge
No comments:
Post a Comment