Friday, September 14, 2018

ევრომაიდნის საქმის მოსამართლეს კიევში თავს დაესხნენ

კიევის სვიატოშინსკის რაიონის სასამართლოს მოსამართლეს, სერგეი დიაჩუკს, რომელიც 2014 წლის „ევრომაიდნის“ საქმეს განიხილავს, საკუთარ სახლთან თავს დაესხნენ. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის მოსამართლეთა საბჭო საკუთარ ვებგვერდზე ავრცელებს.
მოსამართლე ამჟამად ჰოსპიტალიზებულია. თავდამსხმელის დაკავება ამ დრომდე  ვერ მოხერხდა. თავად დიაჩუკი ამ თავდასხმას მის პროფესიულ საქმიანობას უკავშირებს.
კიევის მთავარი მოედანი 2013 წლის 21 ნოემბერს ევროინტეგრაციის მომხრეებმა დაიკავეს მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების შეჩერების შესახებ განაცხადა. მოედანი  ძალოვნებისა და დემონსტრანტების დაპირისპირების ეპიცენტრი გახდა. დაიღუპა 100-ზე მეტი ადამიანი.
ამ მოვლენების შემდეგ უკრაინაში ხელისუფლება შეიცვალა. პრეზიდენტმა იანუკოვიჩმა ქვეყანა დატოვა.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment