ეგვიპტის სასამართლომ პოლიციელებს წვერის ტარება აუკრძალა. ამის შესახებ კამათი ქვეყანაში ბოლო 6 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა The National-ი ავრცელებს.
"წვერი შესაძლოა მიუთითებდეს იმაზე, რომ სამართალდამცველი დაკავშირებულია ტერორისტულ ორგანიზაციასთან", - განაცხადა მოსამართლე მუჰამედ აბდულ-ინეი.
ასობით პოლიციელმა წვერის ტარება დაიწყო მას შემდეგ, რაც 2012 წელს ეგვიპტის ხელისუფლების სათავეში "მუსლიმთა საძმოს" ლიდერი მუჰამედ მურსი მოვიდა. 2016 წელს ის ტერორისტად აიღარეს, ხოლო "მუსლიმთა საძმო" ოფიციალურად შეტენილია ტერორისტული დაჯგუფების სიაში.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment