ირანი ბირთვულ პროგრამას მხარს მანამ დაუჭერს, სანამ ის მის ინტერესებშია. მისი შენარჩუნების პირობად, პროგრამიდან აშშ-ის გასვლის შემდეგ, ნავთობის გაყიდვიდან შემოსავლის მიღება სახელდება. ამის შესახებ ინტერვიუ Spiegel-ს ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯავად ზარიფმა მისცა.
„ეს შეთანხმება სასიყვარულო აფერა არ არის. ეს გააზრებული კომპრომისი იყო... ირანი მზადაა მიიღოს ეს შეთანხმება, სანამ ის ჩვენს ინტერესებს პასუხობს. ჩვენის პრიორიტეტია, რომ ირანს შეეძლოს ნავთობის გონივრული მოცულობით გაყიდვა და შემოსავლის მიღება“ , - განმარტა ზარიფმა.
მინისტრის თქმით, ირანი ინვესტიციის, მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და ვაჭრობის სფეროში თანამშრომლობისკენაც მიისწრაფვის, თუმცა ბირთვული პროგრამის ეფექტურობის დასტური მხოლოდ ნავთობსა და საბანკო სფეროში ჩანს.
ირანი მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაშია მას შემდეგ, რაც წელს, მაისში აშშ გავიდა 2015 წლის ბირთვული შეთანხმებიდან, რამაც გამოიწვია ეროვნული ვალუტის, რიალის კურსის დაცემა.
ვალუტის გაუფასურება, მაღალი ინფლაცია, ეკონომიკური პრობლემები და კორუფცია ბევრჯერ გააპროტესტეს თეირანსა და სხვა ქალაქებში.
აშშ-მა 7 აგვისტოს კვლავ აამოქმედა ირანის საწინააღმდეგო სანქციები, რომლებიც გაუქმდა 2015 წლის ბირთვული შეთანხმებით - ირანის ბირთვული პროგრამის შეზღუდვის სანაცვლოდ.
2015 წელს აშშ-მა, საფრანგეთმა, გერმანიამ, დიდმა ბრიტანეთმა, ჩინეთმა და რუსეთმა ირანთან მიღწიეს შეთანხმებას, რომელიც ითვალისწინებს თეირანის მიერ ბირთვულ პროგრამაზე უარის სანაცვლოდ საერთაშორისო სანქციების, მათ შორის ირანის მიერ ნავთობით ვაჭრობის აკრძალვის გაუქმებას.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment