ტანზანიაში, ნავის ამობრუნების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა გაიზარდა. კუნძულ უკორასა და ბუგოლორას შორის მომხდარ უბედურ შემთხვევას, სულ მცირე, 86 ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ BBC წერს.
ადგილობრივი მთავრობის განმარტებით, დაკარგულთა რიცხვი ორასს აჭარბებს. სამაშველო სამუშაოები დღეს დილით განახლდა.
ერთ-ერთი ვერსიით, ნავი გადატვირთული იყო, რადგან მას 400-ზე მეტი ადამიანი გადაჰყავდა. ადგილობრივების განმარტებით, სწორედ ეს გახდა უბედური შემთხვევის მიზეზი.
ამ დროისთვის დაახლოებით 100 ადამიანი გადაარჩინეს სამაშველო სამსახურის წარმომადგენლებმა. აქედან 37-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment