რუანდაში პრეზიდენტმა 2 ათასზე მეტი პატიმარი შეიწყალა. მათ შორის ერთ-ერთი გავლენიანი ოპოზიციური პარტიის ლიდერი ვიქტორია ინგაბირია. ამის შესახებ BBC წერს.
პოლიტიკოსს 15-წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი. ის სახელმწიფო უსაფრთხოების საფრთხის ქვეშ დაყენებისა და 1994 წლის რუანდის გენოციდის „დაკნინების“ ბრალდებით 2010 წლის აპრილში დააკავეს.
ვიქტორია ინგაბირი პრეზიდენტ პოლ კაგამეს ხშირად აკრიტიკებს. რუანდის პრეზიდენტის განმარტებით, ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის პატიმრობა პოლიტიკურად მოტივირებული იყო.
გამოცემის ინფორმაციით, პოლ კაგამეს რუანდის ეკონომიკის რეფორმირებაში დიდი წვლილი მიუძღვის, თუმცა მას ხშირად ადამიანის უფლებების დარღვევაში ადანაშაულებენ.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment