Friday, September 21, 2018

ჩინეთმა კომპიუტერული ვიდეოთამაშების სერვისი Twitch-ი დაბლოკა

კომპიუტერული ვიდეოთამაშების მაუწყებლობის სერვისი Twitch-ი ჩინეთმა დაბლოკა. ამის შესახებ BBC წერს
20 სექტემბრიდან, ჩინეთიდან Twitch-ის ვებგვერდზე შესვლა შეუძლებელია. სერვისის მობილური აპლიკაცია გაქრა ადგილობრივი აპლიკაციების ბაზიდანაც. 
ჩინეთში სერვისის დაბლოკვა Twitch-მა დაადასტურა, თუმცა არ განუმარტავს რა გახდა ჩინეთის ხელისუფლების მიერ დაწესებული შეზღუდვის მიზეზი. 
მანამდე ცნობილი გახდა, რომ ჩინეთი მოზარდების კომპიუტერულ თამაშებზე დამოკიდებულების შესამცირებლად ახალ რეგულაციებს აწესებს
ჯერ კიდევ ივნისში მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ კომპიუტერულ თამაშებზე დამოკიდებულება დაავადებად აღიარა
რომელი სახელმწიფოები აკონტროლებენ ინტერნეტს ყველაზე ეფექტიანად და როგორ? ამ საკითხზე თემა შეგიძლიათ წაიკითხოთ ბმულზე
imedinews.ge

No comments:

Post a Comment