Sunday, October 7, 2018

ინდონეზიაში სტიქიების მსხვერპლთა რიცხვმა 1760-ს გადააჭარბა


ბოლო მონაცემებით, ინდონეზიაში მიწისძვრის და ცუნამის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1763-მდე გაიზარდა. 1000-მდე მეტი ადამიანი კი ამ დრომდე დაკარგულად მიიჩნევა. ამის შესახებ Deutsche Welle იუწყება. 
ინდონეზიას დასახმარებლად ჰუმანიტარული ტვირთი 11-მ ქვეყანამ გაუგზავნა.
28 სექტემბერს კუნძულ სულავესის სანაპიროზე 6.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. მოგვიანებით მიწისძვრა განმეორდა და ამჯერად მისი სიმძლავრე 7.4 მაგნიტუდა იყო, რასაც ცუნამი მოჰყვა.
2 ოქტომბერს კი ცნობილი გახდა, რომ ინდონეზიაში მიწისძვრისა და ცუნამის შემდეგ ვულკანი გააქტიურდა.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment