ბათუმში ევროპის მოედანზე აქცია მიმდინარეობს. შეკრებილები ზღვის სანაპირო ზოლზე ცათამბჯენების მშენებლობას აპროტესტებენ. ისინი ძველი ბათუმის იერსახის შენარჩუნებას, ისტორიული ზონის საზღვრების დადგენას, ნებისმიერი სახის მშენებლობის დემონტაჟს ითხოვენ. ამასთან, აქციის მონაწილეები მწვანე კონცხისთვის სარეკრეაციო ზონის სტატუსის აღდგენას მოითხოვენ.
მათ ხელისუფლებას ოთხპუნქტიანი მოთხოვნა გაუგზავნეს და პრობლემის გადაჭრისთვის ერთკვირიანი ვადა მისცეს. გავრცელებული ინფორმაციით, ზღვისპირა ზოლში 9 ცათამბჯენის მშენებლობა იგეგმება, აქედან ერთერთზე ნებართვა გაცემულია. სწორედ ამ ინფორმაციამ გამოიწვია მოქალაქეთა პროტესტი.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment