Friday, October 5, 2018

კონკურსი “ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში 2018”


საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია  აცხადებენ 2018 წლის კონკურსს „ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში“, რომელიც პროფესიული და ეთიკური ჟურნალისტიკის მხარდაჭერას ისახავს მიზნად.

2012 წელს დაარსებული კონკურსი წელს 7 კატეგორიაში გასცემს პრიზებს. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად წარმოდგენილი უნდა იყოს ნაშრომები, რომლებიც 2017 წლის 2 ნოემბრიდან 2018 წლის 15 ოქტომბრის ჩათვლით გამოქვეყნდა. საპრიზო კატეგორიებია:
  • სტატია ბეჭდურ ან ელექტრონულ მედიაში;
  • სიუჟეტი სამაუწყებლო ან ელექტრონულ მედიაში;
  • საგამოძიებო სტატია ან სიუჟეტი ბეჭდურ ან ელექტრონულ მედიაში;
  • ბლოგი/თვალსაზრისი /სვეტი ბეჭდურ, ელექტრონულ ან სამაუწყებლო  მედიაში;
  • ორიგინალური და ინოვაციური ნაშრომი ბეჭდურ,  ელექტრონულ ან  სამაუწყებლო მედიაში;
  • დოკუმენტური ფოტო, რომელიც ევროკავშირის ფასეულობებს (ადამიანის უფლებები, მათ შორის უმცირესობათა უფლებები, სოციალური სამართლიანობა, ადამიანის ღირსების პატივისცემა, სიტყვის თავისუფლება, დემოკრატია, თანასწორობა და კანონის უზენაესობა) ასახავს და გამოქვეყნებულია ბეჭდურ ან ელექტრონულ მედიაში;
  • კონფლიქტების მიმართ სენსიტიური საუკეთესო ჟურნალისტური ნაშრომი, რომელიც ხელს უწყობს საქართველოში მომხდარი სამხედრო კონფლიქტების მხარეებს შორის ნდობისა და მშვიდობის აღდგენას, ეყრდნობა ჟურნალისტური ეთიკისა და პროფესიონალიზმის მაღალ სტანდარტებს (ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის სპეციალური პრიზი სამშვიდობო ჟურნალისტიკაში).

პირველ ექვს კატეგორიაში გამარჯვებულები 1,250 ევროს მიიღებენ. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის პრიზი მშვიდობის ჟურნალისტიკაში კი ითვალისწინებს ლონდონში, ,,ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტში“ ერთთვიან სტაჟირებას.
euprizejournalism.ge

No comments:

Post a Comment