გამოცემა Independent-ის ცნობით, ლეგალიზებიდან რამდენიმე დღეში მაღაზიებში კანაფის მთელი მარაგი გათავდა. მომხმარებელთა რაოდენობა იმდენად დიდი იყო, რომ მაღაზიებთან რიგების გაკონტროლება სამართალდამცველებს უწევდათ.
კანაფის ლეგალიზების სახელმწიფო პროგრამის ხელმძღვანელის, ბილ ბლერის განცხადებით, ქვეყანამ მომხმარებელთა მოთხოვნილების დაკმაყოფილება ვერ შეძლო.
კანადაში მარიხუანის ლეგალიზაციის პირველივე დღეს გაყიდვების მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა. გაყიდვებიდან შესულმა თანხამ 1,4 მილიონი დოლარი შეადგინა.
17 ოქტომბერს, კანადა, ურუგვაის შემდეგ, მსოფლიოში მეორე ქვეყანაა, სადაც კანაფის მოხმარება-გაყიდვა ლეგალური გახდა. კანონის თანახმად, 18 წელზე უფროსი ასაკის ყველა კანადელს უფლება ექნება პირადი მოხმარებისთვის საკუთარ სახლში გაზარდოს კანაფის მაქსიმუმ 4 მცენარე და თან იქონიოს 30 გრამამდე გამომშრალი მარიხუანა.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment