Monday, October 22, 2018

პენტაგონმა ავღანეთში ამერიკელი გენერლის დაჭრის ფაქტი დაადასტურა

აშშ-ის თავდაცვის სამინისტრომ ოფიციალურად დაადასტურა, რომ ავღანეთის ყანდაარის პროვინციაში მომხდარი თავდასხმისასგენერალი ჯეფრი სმაილი დაიჭრა. ამის შესახებ "რადიო თავისუფლება" წერს.
ის ავღანეთის სამხრეთში ხელმძღვანელობს ამერიკელი სამხედრო მრჩევლების მისიას. პენტაგონის ინფორმაციით, გენერალი სმაილი „მტკიცე მხარდაჭერის მისიის“ ჰოსპიტალში მკურნალობს.
თავდასხმა 18 ოქტომბერს მოხდა. ყანდაარის პროვინციის ადმინისტრაციულ შენობაში, სადაც უსაფრთხოების საკითხებისადმი მიძღვნილი შეხვედრა მიმდინარეობდა, ცეცხლი გახსნა შეიარაღებულმა პირმა, რომელიც უსაფრთხოების ძალების თანამშრომლებმა მოკლეს.
თავდასხმისას დაიღუპნენ ადგილობრივი პოლიციის და დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელები. მომხდარზე პასუხისმგებლობა აიღო რადიკალურმა დაჯგუფება, „თალიბანმა.“
imedinews.ge

No comments:

Post a Comment