Monday, October 22, 2018

ნაციონალების" და "ოცნების" ხელისუფლების გახმაურებული, გამოუძიებელი საქმეები

მა­ღა­ლი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ინ­ტე­რე­სის მქო­ნე საქ­მე­ე­ბის დრო­უ­ლი და მი­უ­კერ­ძო­ე­ბე­ლი გა­მო­ძი­ე­ბა ყვე­ლა­ზე ნათ­ლად გან­სა­ზღვრავს სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი უწყე­ბე­ბის მუ­შა­ო­ბის ეფექ­ტი­ა­ნო­ბას. ის მო­ცე­მუ­ლო­ბა, რომ გახ­მა­უ­რე­ბუ­ლი საქ­მე­ე­ბის უმე­ტე­სო­ბა დღემ­დე გა­მო­უ­ძი­ე­ბე­ლია, აჩენს ეჭვს სა­მარ­თალ­დამ­ცავ უწყე­ბებ­ში (მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის სის­ტე­მა­ში) ხე­ლი­სუფ­ლე­ბის სა­ეჭ­ვო გავ­ლე­ნე­ბის შე­სა­ხებ. რაც, თა­ვის მხრივ, სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში და­უც­ვე­ლო­ბის და უსა­მარ­თლო­ბის გან­ცდას ქმნის.
პრო­კუ­რა­ტუ­რი­სა თუ ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა არა­ერ­თხელ გა­ნა­ცხა­დეს, რომ ისი­ნი პე­რი­ო­დუ­ლად მი­აწ­ვდიდ­ნენ სა­ზო­გა­დო­ე­ბას ამა თუ იმ რე­ზო­ნან­სუ­ლი საქ­მის გა­მო­ძი­ე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას, თუმ­ცა მათ უმ­რავ­ლე­სო­ბა­ზე შე­დე­გე­ბი ჯე­რაც უც­ნო­ბია. „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ ქვეყ­ნის სა­თა­ვე­ში მოს­ვლის შემ­დეგ, "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის" გა­მო­უ­ძი­ე­ბელ საქ­მე­ებს კი­დევ ათუ­ლო­ბით სკან­და­ლუ­რი და სი­სას­ტი­კით გა­მორ­ჩე­უ­ლი საქ­მე შე­ე­მა­ტა, რო­მელ­თა უმ­რავ­ლე­სო­ბა ასე­ვე გა­უხ­სნე­ლია.
რა­ტომ არ იძი­ებს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა მა­ღა­ლი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ინ­ტე­რე­სის მქო­ნე საქ­მე­ებს? რამ­დე­ნად სა­ფუძ­ვლი­ა­ნია ეჭვი, წინა და ახა­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბე­ბის კო­ჰა­ბი­ტა­ცი­ის შე­სა­ხებ? - AMBEBI.GE ექვს გახ­მა­უ­რე­ბულ, გა­მო­უ­ძი­ე­ბელ საქ­მეს მი­მო­ი­ხი­ლავს, რომ­ლე­ბიც "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" და "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პე­რი­ოდ­ში მოხ­და

მა­ღა­ზი­ის თავ­ზე აღ­მო­ჩე­ნი­ლი ცხედ­რე­ბის საქ­მე

2011 წლის 27 მა­ისს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ გა­ავ­რცე­ლა ინ­ფორ­მა­ცია, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც მეტ­რო­სად­გურ "თა­ვი­სუფ­ლე­ბის" მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, მა­ღა­ზი­ის თავ­ზე ორი მა­მა­კა­ცის ცხე­და­რი იპო­ვეს. მა­თი­ვე გან­ცხა­დე­ბით, წი­ნას­წარ მო­ნა­ცე­მებ­ზე დაყ­რდნო­ბით, გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზე­ზი ელექტრო­სა­დე­ნებ­თან მათი შე­ხე­ბა იყო. თუმ­ცა მა­შინ­ვე გაჩ­ნდა ვერ­სია, რომ გარ­დაც­ვლი­ლე­ბი 26 მა­ი­სის აქ­ცი­ის ძა­ლა­დობ­რი­ვად დაშ­ლის ფაქტთან იყ­ვნენ და­კავ­ში­რე­ბულ­ნი. შსს-მ მა­შინ ამ ვერ­სი­ის შეს­წავ­ლაც და­ი­წყო.
დად­გინ­და, რომ გარ­დაც­ვლი­ლე­ბი იყ­ვნენ თბი­ლი­სე­ლი ნიკა კვინ­ტრა­ძე და ვა­ნე­ლი სუ­ლი­კო ასა­თი­ა­ნი. შსს-ის ოფი­ცი­ა­ლუ­რი ვერ­სია პირ­ვე­ლად ეჭვქვეშ ნიკა კვინ­ტრა­ძის მე­გო­ბარ­მა რე­ვაზ რეხ­ვი­აშ­ვილ­მა და­ა­ყე­ნა. მან გა­ნა­ცხა­და, რომ აქ­ცი­ა­ზე ის და კვინ­ტრა­ძე ერ­თად იყ­ვნენ და მე­გო­ბა­რი მას შემ­დეგ და­კარ­გა, რაც აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი სპეც­და­ნიშ­ნუ­ლე­ბის რაზმმა ალ­ყა­ში მო­აქ­ცია. რეხ­ვი­აშ­ვი­ლი და­ჟი­ნე­ბით აცხა­დებ­და, რომ ნიკა კვინ­ტრა­ძე ან ად­გილ­ზე იყო მოკ­ლუ­ლი, ან და­ა­პა­ტიმ­რეს, მოკ­ლეს და კვა­ლის და­ფარ­ვის მიზ­ნით და­ტო­ვეს მა­ღა­ზი­ის თავ­ზე.ად­ვო­კა­ტი შალ­ვა ხა­ჭა­პუ­რი­ძე იხ­სე­ნებ­და, რომ თა­ვად შე­ეს­წრო ფაქტს, რო­გო­რი მუ­ქა­რი­თა და ზე­წო­ლით აჩუ­მებ­დნენ მა­ღა­ზი­ის გამ­ყიდ­ველს მა­შინ, რათა სი­მარ­თლე და­ე­მა­ლა. ვა­ნის საკ­რე­ბუ­ლოს დე­პუ­ტა­ტი და ქრის­ტი­ან-დე­მოკ­რა­ტე­ბის სა­პარ­ლა­მენ­ტო ფრაქ­ცი­ის აპა­რა­ტის უფ­რო­სი და­ვით ლორ­თქი­ფა­ნი­ძე კი (რო­მე­ლიც მოგ­ვი­ა­ნე­ბით "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" დე­პუ­ტა­ტი გახ­და), სა­ჯა­როდ აცხა­დებ­და, რომ სუ­ლი­კო ასა­თი­ა­ნის ცხე­და­რი და­საფ­ლა­ვე­ბა­ზე ნახა - გარ­დაც­ვლი­ლი ნა­წა­მე­ბი იყო, ამო­თხრი­ლი ჰქონ­და მარ­ცხე­ნა თვა­ლი, ყელი გა­მოჭ­რი­ლი...
თუმ­ცა, მა­შინ­დელ შსს-ს ამ ხმა­უ­რი­ან გან­ცხა­დე­ბებ­ზე არ მი­უქ­ცე­ვია ყუ­რა­დღე­ბა. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ გარ­დაც­ვლი­ლე­ბის სხე­უ­ლი­დან იყო აღე­ბუ­ლი ბი­ო­ლო­გი­უ­რი მა­სა­ლე­ბი და ასე­ვე ფოტო და ვი­დეო მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი, რო­მე­ლიც ლე­ვან სამ­ხა­რა­უ­ლის სა­ხე­ლო­ბის ექ­სპერ­ტი­ზის ბი­უ­რო­ში ინა­ხე­ბო­და - თუმ­ცა მო­უ­ლოდ­ნე­ლად, ერთი წლის თავ­ზე, გა­ნად­გურ­და.
2011 წლის 6 სექ­ტემ­ბერს სა­ქარ­თვე­ლოს ახალ­გაზ­რდა იუ­რის­ტთა ასო­ცი­ა­ცი­ამ გა­მო­აქ­ვეყ­ნა და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნა, რო­მე­ლიც ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში სა­სა­მარ­თლო ექ­სპერ­ტი­ზის ბი­უ­როს DABS fingerprints/forensics შე­უკ­ვე­თა. ფოტო და ვი­დეო ექ­სპერ­ტი­ზამ და­ა­დას­ტუ­რა, რომ აქ­ცი­ის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გა­და­ღე­ბულ ვი­დეო და ფოტო მა­სა­ლა­ზე გა­მო­სა­ხუ­ლი პირი ნიკა კვინ­ტრა­ძეა და აქ­ცი­ის დაშ­ლის დროს იგი და­კა­ვე­ბუ­ლი იყო პო­ლი­ცი­ის მიერ. საია-მ დას­კვნა გა­უგ­ზავ­ნა პრო­კუ­რა­ტუ­რას და მტკი­ცე­ბუ­ლე­ბებ­ზე სა­თა­ნა­დო რე­ა­გი­რე­ბა სთხო­ვა, მაგ­რამ ქმე­დი­თი ღო­ნის­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რას არ გა­უ­ტა­რე­ბია.
2012 წლის 12 დე­კემ­ბერს, ახა­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პი­რო­ბებ­ში, გა­მო­ძი­ე­ბა ნიკა კვინ­ტრა­ძის და სუ­ლი­კო ასა­თი­ა­ნის საქ­მე­ზე კვლავ გა­ნახ­ლდა, თუმ­ცა გარ­დაც­ვლი­ლე­ბის ოჯა­ხის წევ­რე­ბი სი­მარ­თლის დად­გე­ნას დღემ­დე უშე­დე­გოდ ელი­ან.

აკა­დე­მი­კოს გუ­რამ შა­რა­ძის საქ­მე

2007 წლის 20 მა­ისს თბი­ლი­სის ცენ­ტრში, მე­ლი­ქიშ­ვი­ლის გამ­ზირ­ზე, ქვე­ი­თად მო­სი­ა­რუ­ლე გუ­რამ შა­რა­ძე ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღით მოკ­ლეს. გა­მო­ძი­ე­ბის პირ­ვე­ლა­დი ვერ­სი­ით, მკვლე­ლად ვინ­მე გი­ორ­გი ბა­რა­თე­ლი და­სა­ხელ­და, თუმ­ცა აკა­დე­მი­კო­სის ოჯა­ხი ამ ვერ­სი­ას თა­ვი­დან­ვე არ და­ე­თან­ხმა.
"ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის" დროს გა­მო­უ­ძი­ე­ბე­ლი საქ­მის ხე­ლა­ხა­ლი გა­მო­ძი­ე­ბა "ოც­ნე­ბის" ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ სა­კუ­თარ თავ­ზე აიღო. 2014 წელს მა­შინ­დელ­მა პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა შა­რა­ძის საქ­მე პი­რად კონ­ტროლ­ზე აიყ­ვა­ნა და საქ­მე­ზე ხე­ლა­ხა­ლი გა­მო­ძი­ე­ბა და­ი­წყო, თუმ­ცა უშე­დე­გოდ. აკა­დე­მი­კო­სის შვი­ლი დღემ­დე ითხოვს გუ­რამ შა­რა­ძის ნამ­დვი­ლი მკვლე­ლე­ბის დას­ჯას.რუ­სუ­დან შა­რა­ძემ არა­ერ­თხელ გა­მარ­თა პრეს­კონ­ფე­რენ­ცია, მათ შო­რის რამ­დე­ნი­მე თვის წი­ნაც "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ოფის­თან და ხე­ლი­სუფ­ლე­ბას მა­მა­მი­სის საქ­მის გა­მო­ძი­ე­ბის­კენ მო­უ­წო­და. რუ­სუ­დან შა­რა­ძე მი­იჩ­ნევს, რომ მა­მა­მი­სის მკვლე­ლის კვა­ლი მა­შინ­დელ ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ­დე მი­დის.
AMBEBI.GE-სთან სა­უ­ბარ­ში რუ­სუ­დან შა­რა­ძემ გა­ნა­ცხა­და, რომ აკა­დე­მი­კო­სის საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით სუ­სის ყო­ფი­ლი მა­ღალ­ჩი­ნო­სა­ნი მას მოკ­ვლი­თაც კი და­ე­მუქ­რა.
"ადრე რომ გე­კი­თხათ, გი­პა­სუ­ხებ­დით, რომ გა­მო­ძი­ე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს. დღეს უკვე მთე­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით შე­მიძ­ლია გი­თხრათ - გუ­რამ შა­რა­ძის მკვლე­ლო­ბა შეგ­ნე­ბუ­ლად არ იხ­სნე­ბა, რად­გან ამის პო­ლი­ტი­კუ­რი ნება არ არ­სე­ბობს სა­ქარ­თვე­ლო­ში! პრო­კუ­რა­ტუ­რას თით­ქმის გა­მო­ძი­ე­ბუ­ლი საქ­მე ჩა­ვა­ბა­რე, არა­ერ­თმა მოწ­მემ მის­ცა ჩვე­ნე­ბა, რომ ნა­ხეს ბა­რა­თე­ლის­გან სრუ­ლი­ად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი მკვლე­ლი.
მარ­ტო ბოლო "ოქ­როს მოწ­მის" მა­გა­ლი­თი რად ღირს?! ყო­ფი­ლი კუდ-ის მა­ღალ­ჩი­ნო­სა­ნი და დათა ახა­ლა­ი­ას მარ­ჯვე­ნა ხელი მზად იყო, გა­მო­ძი­ე­ბის­თვის გა­და­ე­ცა მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი და სა­სა­მარ­თლო­ზეც, პირ­ზე დად­გო­მო­და სა­აკშ­ვი­ლის ბან­დას, მაგ­რამ სუს-მა ეს მოწ­მე ჯერ და­ა­ში­ნა, და­ა­შან­ტა­ჟა და მერე გა­დამ­კი­და იმ­დე­ნად, რომ ერთი თვის წინ, აქეთ მოკ­ვლით მე­მუქ­რე­ბო­და. გას­ცენ პა­სუ­ხი კი­თხვას - რა­ტომ ჰყავთ ყვე­ლა ძა­ლო­ვა­ნი უწყე­ბის უმაღ­ლეს თა­ნამ­დე­ბო­ბებ­ზე სა­ა­კაშ­ვი­ლი­სა და ახა­ლა­ი­ე­ბის ზონ­დერ-მკვლე­ლე­ბი, რაში სჭირ­დე­ბათ ეს? - გვი­თხრა რუ­სუ­დან შა­რა­ძემ

სულ­ხან მო­ლაშ­ვი­ლის საქ­მე

სულ­ხან მო­ლაშ­ვი­ლი, რო­მელ­საც მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის პი­რად პა­ტიმ­რად მო­იხ­სე­ნი­ებ­დნენ, 2001 წლის 30 მა­ი­სი­დან 2004 წლის 4 იან­ვრის ჩათ­ვლით იკა­ვებ­და კონ­ტრო­ლის პა­ლა­ტის თავ­მჯდო­მა­რის პოსტს. სა­სა­მარ­თლომ მო­ლაშ­ვი­ლი დამ­ნა­შა­ვედ სცნო ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ბო­რო­ტად გა­მო­ყე­ნე­ბის, და­ნა­შა­უ­ლის და­ფარ­ვი­სა და სა­ხელ­მწი­ფო თან­ხე­ბის მით­ვი­სე­ბა­ში, რის გა­მოც თა­ვი­სუფ­ლე­ბის 9 წლით აღ­კვე­თა მი­ე­სა­ჯა.
მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­სა­ჯა­როვ­და ფო­ტო­ე­ბი, რო­მელ­ზეც აშ­კა­რად ჩან­და, რომ სულ­ხან მო­ლაშ­ვი­ლი სას­ტი­კად იყო ნა­წა­მე­ბი, მას მთე­ლი ზურ­გი სი­გა­რე­ტით ჰქონ­და ამომ­წვა­რი, ელექტრო­შო­კის ზე­მოქ­მე­დე­ბის შე­დე­გად კი სხე­ულ­ზე უამ­რა­ვი ჩაქ­ცე­ვა და სის­ხლნაჟ­ღენ­თი აღე­ნიშ­ნე­ბო­და.მძი­მე ავად­მყო­ფო­ბი­სა და პატ­რი­არ­ქის მი­მარ­თვის სა­ფუძ­ველ­ზე მო­ლაშ­ვი­ლი 2008 წელს გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს. გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის შემ­დეგ, ის აქ­ტი­უ­რად გა­მო­დი­ო­და მე­დი­ის სა­შუ­ა­ლე­ბით და სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი მთავ­რო­ბას მის უკა­ნო­ნო და­კა­ვე­ბა­სა და წა­მე­ბა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებ­და. ღიად ასა­ხე­ლებ­და იმ პი­რებს, რომ­ლე­ბიც ცი­ხე­ში მის წა­მე­ბა­ში იღებ­დნენ მო­ნა­წი­ლე­ო­ბას. მათ შო­რის გიგა ბო­კე­რი­ას, ვა­ლე­რი გრი­გა­ლაშ­ვილს, ზუ­რაბ ადე­იშ­ვილ­სა და კი­დევ რამ­დე­ნი­მე მა­ღალ­ჩი­ნო­სანს.
სულ­ხან მო­ლაშ­ვი­ლი სი­ცო­ცხლის ბოლო წლებ­ში საფ­რან­გეთ­ში გა­და­ვი­და სა­ცხოვ­რებ­ლად და იქ გა­დი­ო­და მკურ­ნა­ლო­ბის კურსს, თუმ­ცა სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში შე­ძე­ნი­ლი ღვიძ­ლის და­ა­ვა­დე­ბის გან­კურ­ნე­ბა ვერ მო­ხერ­ხდა და ღვიძ­ლის უკ­მა­რი­სო­ბით 2016 წელს გარ­და­იც­ვა­ლა. სტრას­ბურ­გის სა­სა­მარ­თლომ სულ­ხან მო­ლაშ­ვი­ლი მის სი­ცო­ცხლე­ში­ვე აღი­ა­რა წა­მე­ბის მსხვერ­პლად.უფ­ლე­ბა­დამ­ცველ­მა ნანა კა­კა­ბა­ძემ AMBEBI.GE-სთან სა­უ­ბარ­ში აღ­ნიშ­ნა, რომ მი­უ­ხე­და­ვად სტრას­ბურ­გის გა­ნა­ჩე­ნი­სა, მო­ლაშ­ვი­ლი­სა და მისი ოჯა­ხის წევ­რე­ბის და­ჟი­ნე­ბუ­ლი მო­თხოვ­ნი­სა, მო­ლაშ­ვი­ლის წა­მე­ბის ფაქ­ტზე საქ­მე დღემ­დე აღ­ძრუ­ლიც კი არ არის. სა­მარ­თლალ­წარ­მო­ე­ბა მხო­ლოდ მისი თა­ნამ­დე­ბობ­რი­ვი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის გა­და­მე­ტე­ბის ბრალ­დე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს.

წინა და ამ­ჟა­მინ­დე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დროს მომ­ხდა­რი დღემ­დე გა­მო­უ­ძი­ე­ბე­ლი საქ­მე­ე­ბი, თა­ვი­ან­თი რე­ზო­ნან­სუ­ლო­ბი­თა და სი­სას­ტი­კით ერ­თმა­ნეთს აღე­მა­ტე­ბა. გა­ვიხ­სე­ნოთ, უახ­ლო­ეს წარ­სულ­ში მომ­ხდა­რი რამ­დე­ნი­მე ცნო­ბი­ლი საქ­მე, რო­მე­ლიც ამ მო­საზ­რე­ბის ჭეშ­მა­რი­ტე­ბა­ში დაგ­ვარ­წმუ­ნებს.

რა­ფა­ლი­ან­ცის საქ­მე

2012 წლის 30 სექ­ტემ­ბერს, სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის წინა ღა­მეს, კა­ხეთ­ში მომ­ხდა­რი უმ­ძი­მე­სი ფაქ­ტის შე­სა­ხებ გახ­და ცნო­ბი­ლი - 10 თვის ბავ­შვის გვა­მი ოჯა­ხის წევ­რებ­მა წყლით სავ­სე ქვევრში იპო­ვეს, ქვევ­რს ზე­მო­დან ქვა ჰქონ­და და­ფა­რე­ბუ­ლი.საქ­მე, რო­მელ­მაც თა­ვი­სი შემ­ზა­რა­ვო­ბით სა­ზო­გა­დო­ბა შეძ­რა, ურ­თი­ერ­თდა­პი­რის­პი­რე­ბუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ძა­ლე­ბის სა­ჯილ­დაო ქვად იქცა. ბარ­ბა­რე რა­ფა­ლი­ან­ცის ცხედ­რის პოვ­ნის შემ­დეგ, ოჯა­ხის წევ­რებ­მა გა­მოთ­ქვეს ეჭვი, რომ მკვლე­ლო­ბა პო­ლი­ტი­კუ­რი ნიშ­ნით შუ­რის­ძი­ე­ბას უკავ­შირ­დე­ბო­და, რად­გან ბავ­შვის დე­ი­და „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ კო­ორ­დი­ნა­ტო­რი იყო სო­ფელ­ში. თა­ვის მხრივ „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ დად­გმულ სპექ­ტაკლს უწო­დებ­დნენ ფაქტს "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი.
ამ­გვარ ვი­თა­რე­ბა­ში საქ­მის დრო­უ­ლი გა­მო­ძი­ე­ბა, „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ ინ­ტე­რე­სებ­ში უნდა ყო­ფი­ლი­ყო, თუმ­ცა სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის გა­უ­გე­ბა­რი აღ­მოჩ­ნდა ის ფაქ­ტი, რომ 2014 წელს სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბამ რა­ფა­ლი­ან­ცის საქ­მე­ზე დრო­ე­ბი­თი სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­სი­ის შექ­მნას მხა­რი არ და­უ­ჭი­რა. მა­შინ­დელ­მა ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრმა ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა მრა­ვალ­ჯერ სა­ჯა­როდ დადო პი­რო­ბა, რომ „და­ახ­ლო­ე­ბით 2-3 კვი­რა­ში რე­ა­ლუ­რი სუ­რა­თი იქ­ნე­ბო­და“, „გა­მო­ძი­ე­ბა უახ­ლო­ეს პე­რი­ოდ­ში დას­რულ­დე­ბო­და“, მაგ­რამ ამ­დე­ნი წლის შემ­დე­გაც, საქ­მე­ში კვლა­ვაც უამ­რა­ვი კი­თხვის ნი­შა­ნი არ­სე­ბობს.
ყო­ფილ­მა პრე­მი­ერ­მა გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვილ­მაც არ­ერ­თხელ აღ­ნიშ­ნა, რომ რა­ფა­ლი­ან­ცის საქ­მის გა­მო­უ­ძი­ებ­ლო­ბა ქვეყ­ნის უბე­დუ­რე­ბის ტოლ­ფა­სია, მი­უ­ხე­და­ვად მმარ­თვე­ლი გუნ­დის ამ­გვა­რი სუ­ლის­კვე­თე­ბი­სა სა­გა­მო­ძი­ე­ბო პრო­ცე­სის გა­სა­აქ­ტი­უ­რებ­ლად არა­ფე­რი გა­კე­თე­ბუ­ლა.

ერო­სი კიწ­მა­რიშ­ვი­ლის საქ­მე

2014 წლის 15 ივ­ლისს ერო­სი კიწ­მა­რიშ­ვი­ლი სა­კუ­თარ ავ­ტო­ფა­რეხ­ში მის­სა­ვე ავ­ტო­მო­ბილ­ში გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს. მას თავ­ში ერთი ტყვია ჰქონ­და მოხ­ვედ­რი­ლი. ცხედ­რის პოვ­ნის­თა­ნა­ვე შსს-მ საქ­მის გა­მო­ძი­ე­ბა 115-ე, თვით­მკვლე­ლო­ბამ­დე მიყ­ვა­ნის მუხ­ლით და­ი­წყო, რა­მაც კიწ­მა­რიშ­ვი­ლის ახ­ლობ­ლე­ბი­სა და ოჯა­ხის წევ­რე­ბის უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა იმ­თა­ვით­ვე გა­მო­იწ­ვია. მე­დი­ა­მაგ­ნა­ტის გარ­დაც­ვა­ლე­ბის­თა­ნა­ვე გაჩ­ნდა ეჭვი, რომ ერო­სი კიწ­მა­რიშ­ვი­ლი გან­ზრახ მოკ­ლეს, თვით­მკვლე­ლო­ბის სცე­ნა კი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი ქი­ლე­რის მიერ იყო დად­გმუ­ლითან­და­თან ამ ვერ­სი­ის საკ­მა­ოდ ლო­გი­კუ­რი არ­გუ­მენ­ტე­ბი გაჩ­ნდა, მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი არ­გუ­მენ­ტებს ფაქ­ტე­ბი, მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი და ახა­ლი გა­რე­მო­ე­ბე­ბი და­ე­მა­ტა. ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ კიწ­მა­რიშ­ვი­ლი მთა­ვა­რი მოწ­მე იყო ტე­ლე­კომ­პა­ნია „რუს­თა­ვი 2“-ის გას­ხვი­სე­ბის საქ­მე­ში და გარ­დაც­ვა­ლე­ბამ­დე რამ­დე­ნი­მე დღით ადრე მი­ცე­მულ ინ­ტერ­ვი­უ­ში, იმა­საც ამ­ბობ­და, რომ „რუს­თა­ვი 2“-ის საქ­მის გა­მო­ძი­ე­ბა მისი გვერ­დის ავ­ლით ვერ მო­ხერ­ხდე­ბო­და.
ამას ემა­ტე­ბა ისიც, რომ გარ­დაც­ვა­ლე­ბი­დან მცი­რე ხან­ში, კიწ­მა­რიშ­ვი­ლის ად­ვო­კატ­მა რო­მეო სა­ჯა­ი­ამ პრეს­კონ­ფე­რენ­ცია გა­მარ­თა და იმ მი­ზე­ზებ­ზე ისა­უბ­რა, რომ­ლე­ბიც შე­იძ­ლე­ბო­და მოკ­ვლის მი­ზე­ზი გახ­და­რი­ყო. აღ­მოჩ­ნდა, რომ კიწ­მა­რიშ­ვი­ლი მნიშ­ვნე­ლო­ვან ინ­ფორ­მა­ცი­ებს ფლობ­და არა­ერთ გახ­მა­უ­რე­ბულ საქ­მე­ზე, მათ შო­რის ბარ­ბა­რე რა­ფა­ლი­ან­ცის საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბი­თაც.ძი­ე­ბის პრო­ცეს­ში თან­და­თან გა­მო­იკ­ვე­თა მრა­ვა­ლი ფაქ­ტი, რომ­ლე­ბიც კიწ­მა­რიშ­ვი­ლი მკვლე­ლო­ბის ვერ­სი­ას კი­დევ უფრო ამ­ყა­რებ­და. მათ შო­რის ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნა, რომ­ლი­თაც და­დას­ტურ­და რომ საქ­მე­ში არ­სე­ბულ „ჩე ზე“-ის ტი­პის ია­რაღ­ზე აღ­მო­ჩე­ნი­ლი დნმ არ­ცერთ იმ პირს არ ეკუთ­ვნო­და, რო­მე­ლიც გა­მო­ძი­ე­ბა­ში ფი­გუ­რი­რებ­და.
ასე­ვე, აღ­მოჩ­ნდა, რომ ავ­ტო­ფა­რეხ­ში და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლი სათ­ვალ­თვა­ლო კა­მე­რა, შემ­თხვე­ვის დღეს სა­პი­რის­პი­რო მხა­რეს იყო შეტ­რი­ა­ლე­ბუ­ლი. ერო­სი კიწ­მა­რიშ­ვი­ლის სხე­ულ­ზე სის­ხლის კვა­ლის ტრა­ექ­ტო­რია მტევ­ნი­დან თი­თე­ბის­კენ ამ­ტკი­ცებ­და იმას, რომ გარ­დაც­ვა­ლე­ბის მო­მენ­ტში კიწ­მა­რიშ­ვილს ხელი დაშ­ვე­ბუ­ლი ჰქონ­და. ეს კი იმას მოწ­მობს, რომ ის გას­რო­ლას სა­კუ­თა­რი მი­მარ­თუ­ლე­ბით ვერ გა­ნა­ხორ­ცი­ლებ­და.
მი­უ­ხე­და­ვად საქ­მე­ში არ­სე­ბუ­ლი ამ­გვა­რი უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი ფაქ­ტე­ბი­სა და აღ­მო­ჩე­ნი­ლი ახა­ლი გა­რე­მო­ე­ბე­ბი­სა, ამ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში საქ­მე კვლა­ვაც თვით­მკვლე­ლო­ბამ­დე მიყ­ვა­ნის მუხ­ლით არის ძი­ე­ბა­ში.

აფგან მუხ­თარ­ლის საქ­მე

„ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე რე­ზო­ნან­სუ­ლი საქ­მე, რო­მელ­საც გავ­ლე­ნი­ა­ნი სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის მძაფ­რი კრი­ტი­კა მოჰ­ყვა, კვლავ ბუ­რუ­სით არის მო­ცუ­ლი. აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლი ჟურ­ნა­ლის­ტი აფგან მუხ­თარ­ლი, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლო­ში ოჯახ­თან ერ­თად ცხოვ­რობ­და 2017 წლის 29 მა­ისს გა­უ­ჩი­ნარ­და. მე­ო­რე დღეს­ვე ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ ის აზერ­ბა­ი­ჯან­ში და­ა­კა­ვეს სა­ზღვრის დარ­ღვე­ვის და ვა­ლუ­ტის კონ­ტრა­ბან­დის ბრალ­დე­ბე­ბით. მუხ­თარ­ლი ამ­ბობ­და, რომ თბი­ლი­სი­დან სა­ქარ­თვე­ლოს კრი­მი­ნა­ლუ­რი პო­ლი­ცი­ის ფორ­მა­ში ჩაც­მულ­მა ქარ­თუ­ლად მო­ლა­პა­რა­კე პი­რებ­მა გა­ი­ტა­ცეს და შემ­დეგ აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლებს გა­დას­ცეს, რომ­ლებ­მაც მას ხელ­ბორ­კი­ლე­ბი და­ა­დეს და სას­ტი­კად ცე­მეს.მოგ­ვი­ა­ნე­ბით პა­ტიმ­რო­ბა­ში მყოფ­მა მუხ­თარ­ლიმ გა­ნა­ცხა­და, რომ ის აზერ­ბა­ი­ჯა­ნის პრე­ზი­დენ­ტი­სა და სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის, ბიზ­ნეს­მენ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის პარტნი­ო­რო­ბას შე­ე­წი­რა. ჟურ­ნა­ლის­ტის თქმით, ის სა­ქარ­თვე­ლო­ში ილ­ჰამ ალი­ე­ვის ბიზ­ნესს იძი­ებ­და, რის გა­მოც გა­ი­ტა­ცეს. მუხ­თარ­ლის საქ­მე­ზე, უკა­ნო­ნო და­კა­ვე­ბის მუხ­ლით სა­ქარ­თვე­ლო­ში საქ­მე გა­ტა­ცე­ბი­დან მე­ო­რე დღეს­ვე აღიძ­რა. მა­ლე­ვე ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს სა­სა­ზღვრო პო­ლი­ცი­ის უფ­როს­მა და­ვით ნი­კო­ლე­იშ­ვილ­მა და სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის კონ­ტრდაზ­ვერ­ვის დე­პარ­ტა­მენ­ტის დი­რექ­ტორ­მა ოთარ კუპ­რაშ­ვილ­მა თა­ნამ­დე­ბო­ბე­ბი და­ტო­ვეს.
ცნო­ბი­ლია, რომ გა­მო­ძი­ე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს, თუმ­ცა ჯერ კი­დევ უც­ნო­ბია - ვინ გას­ცა თბი­ლი­სი­დან აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლი ჟურ­ნა­ლის­ტის გა­ტა­ცე­ბის უკა­ნო­ნო ბრძა­ნე­ბა? ვინ გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა ოპე­რა­ცია? იყ­ვნენ თუ არა საქ­მის კურ­სში სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის, შსს-ს და სუს-ის მა­ღა­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რე­ბი? ვისი ბრძა­ნე­ბით გა­ა­ნად­გუ­რეს სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მის მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი - თბი­ლი­სის ცენ­ტრში და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლი რამ­დე­ნი­მე სათ­ვალ­თვა­ლო კა­მე­რის ჩა­ნა­წე­რე­ბი, რომ­ლი­თაც გამ­ტა­ცებ­ლე­ბის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა იქ­ნე­ბო­და შე­საძ­ლე­ბე­ლი?!
სა­ერ­თა­შო­რი­სო თა­ნა­მე­გობ­რო­ბამ, შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტმა, ევ­რო­კავ­შირ­მა და კი­დევ უამ­რავ­მა ქარ­თულ­მა თუ უცხო­ურ­მა უფელ­ბა­დამ­ცველ­მა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­მა არ­ერ­თხელ მო­უ­წო­დეს სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას საქ­მის სწრა­ფი და ობი­ექ­ტუ­რი გა­მო­ძი­ე­ბის­კენ. ამას­თა­ნა­ვე ღიად გა­მოთ­ქვეს ეჭვი მუხ­თარ­ლის გა­ტა­ცე­ბა­ში სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის და­ინ­ტე­რე­სე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით.უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი ერ­თხმად აღ­ნიშ­ნა­ვენ, რომ მოქ­მე­დი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა გახ­მა­უ­რე­ბუ­ლი საქ­მე­ე­ბის თა­რო­ზე შე­მო­დე­ბით წი­ნას არ ჩა­მო­უ­ვარ­დე­ბა. არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია „სა­ერ­თა­შო­რი­სო გამ­ჭირ­ვა­ლო­ბა“ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში აწარ­მო­ებ­და ამ­გვა­რი საქ­მე­ე­ბის გა­მო­ძი­ე­ბე­ბის მო­ნი­ტო­რინგს.
ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის იუ­რის­ტი ოლი­კო შერ­მა­დი­ნი AMBEBI.GE-სთან სა­უ­ბარ­ში გან­მარ­ტავს, რომ სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი უწყე­ბე­ბი სა­ზო­გა­დო­ე­ბის სა­თა­ნა­დო ინ­ფორ­მი­რე­ბას ვერ უზ­რუნ­ველ­ყო­ფენ.
„ბოლო წლებ­ში არა­ერ­თი საქ­მე დაგ­როვ­და ისე­თი, რო­მელ­ზეც არ დას­რულ­და გა­მო­ძი­ე­ბა. ჩვენ ორ­მო­ცამ­დე საქ­მე­ზე გა­მო­ვი­თხო­ვეთ ინ­ფორ­მა­ცია, მაგ­რამ პრო­კუ­რა­ტუ­რამ პა­სუ­ხიც კი არ გაგ­ვცა იმა­ზე, თუ რა ეტაპ­ზეა საქ­მე­ე­ბი და მიმ­დი­ნა­რე­ობს თუ არა სა­ერ­თოდ გა­მო­ძი­ე­ბა. ჩვენ გა­ვა­სა­ჩივ­რეთ პრო­კუ­რა­ტუ­რის ეს და­უ­სა­ბუ­თე­ბე­ლი უარი, მივ­მარ­თეთ სა­სა­მარ­თლოს და და­ვი­წყეთ დავა სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რის წი­ნა­აღ­მდეგ. ეს პრო­ცე­სი ახ­ლაც მიმ­დი­ნა­რე­ობს" - აღ­ნიშ­ნა ოლი­კო შერ­მა­დინ­მა.
საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბი კვლავ ახ­ლოვ­დე­ბა და ნი­შან­დობ­ლი­ვია იმის გახ­სე­ნე­ბა, რომ მთა­ვა­რი წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო და­პი­რე­ბა, რო­მელ­მაც დიდ­წი­ლად გან­სა­ზღვრა "ოც­ნე­ბის" ხე­ლი­სუფ­ლე­ბის სა­თა­ვე­ში მოს­ვლა, სწო­რედ ამ და სხვა საქ­მე­ე­ბის დრო­ულ გა­მო­ძი­ე­ბა­სა და დამ­ნა­შა­ვე­ე­ბის დას­ჯას უკავ­შირ­დე­ბო­და...
ambebi.ge

No comments:

Post a Comment