Monday, October 22, 2018

პოლ ბიია კამერუნის პრეზიდენტი მეშვიდედ გახდა

კამერუნის საკონსტიტუციო საბჭოს ინფორმაციით, აფრიკის ყველაზე ხანდაზმულმა ლიდერმა, პოლ ბიიამ 7 ოქტომბრის არჩევნებზე ხმათა 71% მოიპოვა, მისმა მოწინააღმდეგემ, მაურისე კამრომ კი 14%-ის მოპოვება შეძლო. ამის შესახებ Aljazeeraწერს. 
პოლ ბიია 85 წლისაა. ის ქვეყნის პრეზიდენტის თანამდებობას 1982 წლიდან იკავებს. იქამდე, 1975-1982 წლებში ის ქვეყნის პრემიერი იყო. 
1982 წლის 4 ნოემბერს პრეზიდენტმა აჰმადუ აჰიჯომ მოულოდნელად გამოაცხადა თავისი გადადგომის შესახებ. 6 ნოემბერს კონსტიტუციის თანახმად მისი თანამდებობა დაიკავა პოლ ბიიამ. 1983 წლის 6 აპრილს მმართველმა სამხედრო ელიტამ სცადა სამხედრო გადატრიალება. რის შემდეგაც ბიიამ დაშალა რესპუბლიკის გვარდია.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment