Sunday, October 21, 2018

ბათუმში მძღოლები საპროტესტო აქცია-მსვლელობას მართავენ

ბათუმში მძღოლები საპროტესტო აქცია-მსვლელობას მართავენ. აქციის მონაწილეები ბოლო პერიოდში საწვავის ფასის მნიშვნელოვან ზრდას აპროტესტებენ.
ისინი ხელისუფლებისგან დროულ რეაგირებას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში ფართომასშტაბიანი აქციების გამართვით იმუქრებიან.
„საწვავის ფასი თითქმის სამი ლარი გახდა, რაც არაადეკვატურია. ვითხოვთ ხელისუფლებისგან რეაგირებას. რატომ უნდა იყოს საწვავი სხვა ქვეყნებთან შედარებით ჩვენთან გაცილებით ძვირი,"- განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, დავით გერგედავამ.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი შინაარსის აქცია დღეს თბილისშიც გაიმართა.
interpressnews.ge

No comments:

Post a Comment