სამართალდამცველებმა არხანგელსკში ერთ-ერთ მდინარეზე მცურავ იახტაზე კანაფის დაახლოებით 230 ნერგი აღმოაჩინეს. კანაფის თითქმის მთელი პლანტაცია რუსეთის სამ მოქალაქეს ეკუთვნოდა, გავრცელებული ცნობით, სამივე ადრე ნასამართლევი იყო სხვადასხვა დანაშაულისთვის. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
კანაფის ნერგები პატარა ქოთნებში იყო გამოყვანილი, იახტაზევე იყო მოწყობილი ნერგებისთვის სარწყავი და განათების სისტემებიც.
კანაფის ნერგების მფლობელები ჯერ დააკავეს, ხოლო შემდეგ გაუსვლელობის ხელწერილით გაათავისუფლეს. ამ დანაშაულისთვის ადგილობრიბი კანონმდებლობა 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment