„შენ ან გესმის მოდა, ან არა“ - ეს სიტყვები ანა ვინტურს ეკუთვნის, ქალს, რომელსაც შესაძლოა იცნობდეთ, როგორც ეშმაკს, რომელსაც პრადა აცვია, ან უბრალოდ, მოდის ბიბლიის - VOGUE-ის მთავარ რედაქტორს.
👉 კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში
ანა 1988 წლიდან ამერიკული VOGUE-ის სათავეში დგას, დღეს იგი ყველაზე დიდი გავლენის მქონე ადამიანია მოდის ინდუსტრიაში. გამოირჩევა ძალიან კრიტიკული ხასიათით, ამიტომ საკმაოდ ძნელია, რომ იგი თქვენი სამოსით მოხიბლოთ. სწორედ ამიტომ, სჯობს თავად ანა ვინტურის გარდერობს გადავავლოთ თვალი, გავეცნოთ მისი სტილის მთავარ წესებს და ვნახოთ, მართლა აცვია თუ არა ეშმაკს პრადა.
.
1. ყვავილები არასდროს არ არის ზედმეტი
ანას არ უყვარს მოსაწყენი ლუქები. მისი კაბების დიდი ნაწილი გაფორმებულია სხვადასხვა პრინტებით, ძირითადად კი ყვავილებით. სწორედ ამიტომ, ანას არაერთხელ უთქვამს, რომ ძალიან მოსწონს გუჩი, რადგან ალესანდრო მიკელეს (გუჩის კრეატიული დირექტორი) დიზაინი სავსეა ფერადი ყვავილებითა და პრინტებით.
2. "მე არასდროს არ ჩავიცვამ თავიდან ფეხებამდე შავს"
როგორც ვინტური ამბობს, შავი სამოსის კომბინაცია ზედმეტად „მოსაწყენია“. ეს წესი შესაძლოა ბევრს არ მოსწონს, მაგრამ ფაქტია, რომ ანასთან სამსახურის ინტერვიუზე მისულ პირებს, რომლებსაც მთლიანად შავი ტანსაცმელი აცვიათ, ხშირ შემთხვევაში უარით ისტუმრებენ. ანას გარდერობში შეხვდებით შავი ფერის მანტოებსა და კაბებს, რომლებსაც ფერადი დეტალები ახლავთ თან.
კოპლები კარგია, მაგრამ ზოლები უკეთესია
გეომეტრიული პრინტები ძალიან ხშირია ანას ლუქებში, მაგრამ ძირითადად მას ზოლებით გაწყობილ კაბებსა და მანტოებში ვხედავთ.
„ყველაზე შეუფერებელი ადამიანი ვარ ცვლილებაზე სასაუბროდ. ასი წელია თმის ერთი სტილი მაქვს და ერთი სტილის სათვალე მიკეთია.“ მართლაც, ანას სათვალეებს შორის განსხვავებას ბევრი ვერც შეამჩნევს - დიდი ზომის, მსხვილი ყურით, და რა თქმა უნდა, აუცილებლად შავი ფერის სათვალეები მოდის წამყვანი პირის დამახასიათებელი ნიშანია.
ერთ-ერთ ინტერვიუში ანას ჰკითხეს, თუ როგორ უნდა ჩაიცვას ქალმა ოფიციალური ხასიათის მქონე წვეულებაზე, რაზეც ანამ თავისი საიდუმლო გაგვიმხილა: „ძალიან მომწონს, როდესაც ვხედავ, რომ პიროვნების სამოსი მის ხასიათს უსვამს ხაზს და არ მიჰყვება „წესებს“. ნუ ჩაიცვამთ მოსაწყენ, ბრჭყვიალა ან ფუშფუშა კაბას მხოლოდ იმიტომ, რომ ასეთი წესია. მსიამოვნებს და მიხარია, როდესაც ვხედავ, რომ ქალს აცვია ის, რაც პირდაპირ ემთხვევა მის პიროვნულობას.“
შეიძლება ითქვას, რომ სწორად შერჩეული სამკაული ელეგანტურობის გასაღებია. ვინტურის ლუქებს ძალიან მნიშვნელოვან ეფექტს სძენს მისი ყელსაბამების კოლექცია და რაც მთავარია, იგი ძალიან კარგად უხამებს მათ ფერებს სამოსს.
ანას ფეხსაცმლის თარო საერთოდ არ არის მრავალფეროვნებით გამორჩეული. საზაფხულოდ იგი საშუალო სიმაღლის ქუსლის ერთგული რჩება.
როგორც ვინტური ამბობს, საერთოდ არ არის ყოველ დღე ახალი ტანსაცმლის ჩაცმა საჭირო იმისთვის, რომ იყო მოდური. მისთვის სახალისოა ძველი სამოსის გარდაქმნა, მათთვის ახალი სახის მიცემა
VOGUE-ს მთავარი რედაქტორის გარდერობში უამრავ ტყავის მოსაცმელს ნახავთ, მაგრამ ისინი სრულიად განსხვავდებიან ერთმანეთისგან- ანას ძალიან უყვარს ფერადი ტყავით შეკერილი მანტოები. არა ერთხელ გამოჩენილა ვინტური კამერების წინ ყვითელი და მწვანე ტყავის მოსაცმელებით, რომელთაც იგი საშუალო სიგრძის კაბებსა და ტყავის ფეხსაცმელებს უხამებს
შანელი. დიახ, შანელი. მართალია, მის გარდერობში პრადასა და სხვა ბრენდების სამოსსაც იპოვით, მაგრამ ანა საკმაოდ ხშირად იცვამს შანელს. თუ მოგწონთ სოლიდური, მოკლძალებული ლუქები, ძალიან მარტივად შეგიძლიათ შეიძინოთ შანელის შთაგონებით შეკერილი სამოსი მაღაზიებში, თანაც საკმაოდ მისაღებ ფასად.
https://www.beaumonde.ge/index.php/moda/hand-made/6201-10-rcheva-modis-diktatorisgan-romelits-tkvens-garderobs-radikalurad-shetsvlis?showall=&start=9

beaumonde.ge
No comments:
Post a Comment