Thursday, April 4, 2019

2019 წელს პური და პურპროდუქტები გაძვირდება - ISET

თსუ-ს ეკო­ნო­მი­კის სა­ერ­თა­შო­რი­სო სკო­ლა ISET თე­ბერ­ვლის თვის აგრო მი­მო­ხილ­ვას აქ­ვეყ­ნებს.

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

ან­გა­რი­შის მი­ხედ­ვით, 2019 წელს ქარ­თვე­ლი მომ­ხმა­რებ­ლე­ბი პუ­რი­სა და პურპრო­დუქ­ტე­ბის ფა­სე­ბის კი­დევ უფრო მეტ ზრდას უნდა ელო­დონ, რამ­დე­ნა­დაც ხორ­ბლის წარ­მო­ე­ბის პროგ­ნო­ზი 2019 წლის­თვის არც თუ ისე და­მა­ი­მე­დებ­ლად გა­მო­ი­ყუ­რე­ბა.
.

კერ­ძოდ, მო­სა­ლოდ­ნე­ლია რუ­სეთ­ში ხორ­ბლის წარ­მო­ე­ბის 16%-ით შემ­ცი­რე­ბა, ხოლო ქვეყ­ნის ექ­სპორ­ტი შე­სა­ბა­მი­სად 11%-ით შემ­ცირ­დე­ბა. იმის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რომ სა­ქარ­თვე­ლო ხორ­ბლის ფქვი­ლის წმინ­და იმ­პორ­ტი­ო­რია და რუ­სე­თის წილი სა­ქარ­თვე­ლოს ხორ­ბლის ფქვი­ლის იმ­პორ­ტში და­ახ­ლო­ე­ბით 90%-ს შე­ად­გენს, ISET -ის შე­ფა­სე­ბით, სა­ერ­თა­შო­რი­სო ბა­ზარ­ზე არ­სე­ბუ­ლი ტენ­დენ­ცი­ე­ბი ქარ­თულ ბა­ზარ­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვან გავ­ლე­ნას მო­ახ­დენს.
"აშშ-ს სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის სა­მი­ნის­ტროს (USDA) პროგ­ნო­ზით, მსოფ­ლი­ო­ში ხორ­ბლის წარ­მო­ე­ბა 2019 წელს 734.75 მლნ. ტონა იქ­ნე­ბა, რაც 4%-ით ჩა­მო­უ­ვარ­დე­ბა წინა წლის შე­სა­ბა­მის მაჩ­ვე­ნე­ბელს (763.18 მლნ. ტონა). მა­შინ, როცა ხორ­ბლის მთლი­ა­ნი მოხ­მა­რე­ბის პროგ­ნო­ზი 747.23 მლნ. ტო­ნაა - უფრო მა­ღა­ლი, ვიდ­რე წარ­მო­ე­ბუ­ლი რა­ო­დე­ნო­ბის პროგ­ნო­ზი. ეს ნიშ­ნავს იმას, რომ 2019 წლის ბო­ლოს მა­რა­გე­ბი უფრო და­ბა­ლი იქ­ნე­ბა, ვიდ­რე წინა წელს,“ -აღ­ნიშ­ნუ­ლია მო­მო­ხილ­ვა­ში.
ამას­თან, ან­გა­რი­შის მი­ხედ­ვით, ბოლო თვე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში პუ­რი­სა და პურპრო­დუქ­ტე­ბის ფა­სე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ცვლი­ლე­ბა შე­ი­ნიშ­ნა. 2018 წლის ნო­ემ­ბრი­დან ამ კა­ტე­გო­რი­ა­ში შე­მა­ვა­ლი პრო­დუქ­ტე­ბის ფა­სე­ბი სა­შუ­ა­ლოდ წინა წელ­თან შე­და­რე­ბით მა­ღა­ლი იყო.
„2019 წლის თე­ბერ­ვალ­ში პუ­რი­სა და პურპრო­დუქ­ტე­ბის ფა­სე­ბი 10.2%-ით გა­ი­ზარ­და 2018 წლის თე­ბერ­ვალ­თან შე­და­რე­ბით. იმა­ვე პე­რი­ოდ­ში ხორ­ბლის პუ­რის ფასი 15%-ით გა­ი­ზარ­და, რაც ხორ­ბლის ფქვი­ლის ფა­სე­ბის ზრდით იყო გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი (წლი­უ­რი 8%-ანი ზრდა). ვაჭ­რო­ბის მო­ნა­ცე­მე­ბის მი­ხედ­ვით, 2019 წლის თე­ბერ­ვალ­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში ხორ­ბლის ფქვი­ლის იმ­პორ­ტმა 1650.70 ტონა შე­ად­გი­ნა, რაც 4%-ით აღე­მა­ტე­ბო­და წინა წლის მაჩ­ვე­ნე­ბელს (1588.31 ტონა),“ - წე­რია დო­კუ­მენ­ტში.
ambebi.ge

No comments:

Post a Comment