თუ თქვენ შავი ხვრელის ფოტო ნახეთ, ეს 29 წლის პროგრამისტი გოგონას დამსახურებაა, რომელმაც შესაბამისი ალგორითმი შექმნა, ინფორმაციას BBC ავრცელებს.
👉 კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში
ქეითი ბოუმანმა გუნდთან ერთად შექმნა კომპიუტერული პროგრამა, რომლის საშუალებითაც წლების განმავლობაში დაგროვებული ასტრონომიული მონაცემები დამუშავების შემდეგ ფოტოდ აქციეს.
ისტორიული მომენტი, როდესაც შავი ხვრელის სურათი მისი ლეპტოპის ეკრანზე იტვირთებოდა, დოქტორმა ბოუმანმა ფოტოთი ასახა.
ალგორითმის შექმნა მან სამი წლის წინ დაიწყო, როდესაც მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის სტუდენტი იყო. შავი ხვრელის ფოტოს გავრცელებიდან რამდენიმე საათში კი ქეითი მთელმა მსოფლიომ გაიცნო, სოციალურ ქსელებში მასზე ათობით ათასი მომხმარებელი წერს, მათ შორის პოლიტიკოსები, მეცნიერები...
ბოუმანზე დაწერა მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურმა ინსტიტუტმაც:
„სამი წლის წინ სტუდენტი ქეითი ბოუმანი ხელმძღვანელობდა პროექტს, რომელიც შავი ხვრელის პირველი ფოტოს შექმნისთვის საჭირო ალგორითმზე მუშაობდა. ეს ფოტო დღეს უკვე გავრცელდა,“ - აღნიშნულია განცხადებაში.თავად დოქტორი ბაუმანი კი ამბობს, რომ ალგორითმის შექმნაზე მისი ჯგუფის ყველა წევრს თანაბარი წვლილი მიუძღვის. გუნდი 200-ზე მეტ მეცნიერს აერთიანებს.
„ვერცერთი ჩვენგანი ამის გაკეთებას მარტო ვერ შეძლებდა,“ - აღნიშნა ბოუმანმა CNN-თან.
ambebi.ge
No comments:
Post a Comment