Wednesday, April 3, 2019

თამბაქოს კონტროლის ალიანსი ხელისუფლებას 3 მოთხოვნას უყენებს

თამბაქოს კონტროლის ალიანსი ხელისუფლებას 3 მოთხოვნას უყენებს და იმედოვნებს, რომ როგორც მათ განცხადებაში წერია, „მთავრობა არ დაბოლდება“.

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

ალიანსის განცხადებით, თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონის მოთხოვნის შესაბამისად, მთავრობა ვალდებული იყო 2018 წლის ივნისამდე დაემტკიცებინა „საჯარო დაწესებულებაში თამბაქოს კონტროლთან დაკავშირებული სახელმწიფო პოლიტიკის დაცვისა და სახელმწიფოს თამბაქოს ინდუსტრიაში ჩაბმულ პირთან ურთიერთობის წესის დამტკიცების შესახებ“ დადგენილება, რომელიც ალიანსის ცნობით, დღემდე არ განხილულა. 
თამბაქოს კონტროლის ალიანსი ეჭვობს, რომ ამ პროცესებში ჩართულია თამბაქოს ინდუსტრია და სამთავრობო სტრუქტურებში მისი მხარდამჭერები მთავრობას კანონის მოთხოვნების დარღვევას აიძულებენ.
ორგანიზაცია ხელისუფლებას სამ მოთხოვნას უყენებს:
„1. პარლამენტმა, ზედამხედველობის ფუნქციიდან გამომდინარე, მოიკვლიოს რატომ არ შეასრულა მთავრობამ თამბაქოს კონტროლის კანონით გათვალისწინებული ვალდებულება, კონკრეტულად ვინ შეაჩერა მომზადებული ნორმატიული აქტის პროექტის მთავრობის სხდომაზე გატანის პროცედურა;
2. პარლამენტმა არ მიიღოს ნებისმიერი ორგანიზაციის, მათ შორის მთავრობის სახელით განსახილველად მიწოდებული თამბაქოს ინდუსტრიის წინადადებები, რომელთა საფუძველზე განზრახული საკანონმდებლო ცვლილებები ეწინააღმდეგება თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის და თამბაქოს კონტროლის კანონის მოთხოვნებს.
3. მივმართავთ საქართველოს პრემიერ მინისტრს, განმარტოს რატომ არ განიხილა მთავრობამ სამთავრობო უწყებებთან შეთანხმებული დოკუმენტი და უკვე 9 თვეა, რატომ არ რეაგირებენ მასზე? ამასთან, აპირებს თუ არა და როდის თამბაქოს კონტროლის სამთავრობო კომისიის სხდომის ჩატარებას, რომლის ხელმძღვანელიც თავად პრემიერია", - წერია თამბაქოს კონტროლის ალიანსის განცხადებაში.
2018 წლის პირველი მაისიდან საზოგადოებრივი დანიშნულების ყველა შენობა-ნაგებობაში თამბაქოს მოწევა აიკრძალა, მათ შორის კაფეებსა და რესტორნებში.
მოწევა შეიზღუდა გარე სივრცეებშიც, აიკრძალა თამბაქოს რეკლამა და სპონსორობა.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment