Tuesday, April 9, 2019

ბათუმში 9 აპრილის მემორიალი გაიხსნა

ბათუმში, გმირთა ხეივანში 9 აპრილის მემორიალი გაიხსნა. მემორიალი ადგილობრივი ხელისუფლებისა და საზოგადოების წარმომადგენლებმა ყვავილებით შეამკეს და 30 წლის წინ განვითარებული მოვლენები გაიხსენეს.

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

"9 აპრილი არის სიმბოლო ჩვენი თავისუფლების, ახალგაზრდების თავგანწირვის იმ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობისთვის, რომლისთვისაც საქართველო წლები იბრძოდა. ეს არის ერთის მხრივ ტრაგედია, ასევე არის სიამაყის განცდა", - განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ.
9 აპრილი ბულვარში მემორიალურ დაფასთან აღნიშნეს "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმაც. „მე მინდა, რომ ახალმა თაობამ ყველაზე მეტად იცოდეს 9 აპრილის ფასი. თქვენ გახსოვთ, რომ აქ იგეგმებოდა მასშტაბური მემორიალის გაკეთება. ეს ადგილი ბათუმის უნივერსიტეტთან სწორედ სიმბოლოდ იქცა, რადგან სტუდენტები აქ ვიკრიბებოდით და მივდიოდით თბილისში აქციაზე. კარგია, რომ გმირთა ხეივანში გაიხსნა მემორიალი. 9 აპრილი იმსახურებს, ორივე ადგილი მასშტაბური და თვალშისაცემი იყოს ტურისტებისთვის“, - აღნიშნა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ასმათ დიასამიძემ.
9 აპრილის მემორიალის ესკიზის ავტორი თეიმურაზ მახარაძეა. იდეის ავტორების თქმით, მემორიალი დამოუკიდებლობისა და ერთიანობისთვის ბრძოლაში თავგანწირვისა და თავისუფლების სიმბოლოს წარმოადგენს. აღნიშნულ პროექტზე 108 000 ლარზე მეტი დაიხარჯა
imedinews.ge

No comments:

Post a Comment