დათვი, რომელიც ინგუშეთის რესპუბლიკის ქალაქ კარაბულაკში ადამიანებს დაესხა თავს, რესტორნიდან გაიქცა. ამის შესახებ რუსული მედია ქალაქის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით წერს.
„დათვი ქალაქის პარკში მდებარე ერთ-ერთი კერძო რესტორნის ტერიტორიაზე, გალიაში ცხოვრობდა. იქ კიდევ რამდენიმე ცხოველი ჰყავთ“, - განაცხადეს კარაბულაკის ადმინისტრაციაში.
10 აპრილს დათვმა კარაბულაკში ორ ადამიანს დაესხა თავს, შედმეგ კი ის პოლიციელებმა მოკლეს. ინგუშეთის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ერთ-ერთმა დაშავებულმა სერიოზული დაზიანებები მიიღო და ამჟამად საავადმყოფოში მკურნალობს, მეორე დაშავებული კი უკვე სახლში გაწერეს.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment